1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს” – სერგეი ლავროვი

“რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს” – სერგეი ლავროვი

“რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს” – სერგეი ლავროვი
126
0

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა თავიანთი ამოცანების შესრულება შეძლონ, – ამის შესახებ მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიისგან ობიექტურობას ელოდება.

„ჩვენ სწორედ ობიექტურობას ველოდებით, თუმცა ყველა დანარჩენს, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებულია ამ ვიზიტთან, მის მზადებასთან და მისი გართულების მცდელობებთან, აშკარად არ სურს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ ობიექტური დასკვნები გააკეთოს“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვი იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარის ქმედებები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გარშემო კატასტროფულ შედეგებს არ გამოიღებს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა მარტში დაიკავეს. ბოლო კვირების განმავლობაში ფრონტის ხაზზე მდებარე სადგურის გარშემო ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა.