1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა – Bloomberg
რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა – Bloomberg

რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა – Bloomberg

36
0

რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინონ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაქირავებული კომერციული ფირმების და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით.

ამის შესახებ წერს Bloomberg-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რუსეთი ყველაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომავალ არჩევნებს.

მათი აზრით, მოსკოვი, სავარაუდოდ, არჩევნებს განიხილავს, როგორც შესაძლებლობას მიაღწიოს უფრო გლობალურ მიზნებს – შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა და შეარყიოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების და მთლიანად შეერთებული შტატების მიმართ.

დაზვერვის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამისთვის მოსკოვს შეუძლია, ისარგებლოს ამერიკულ საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობებით.

ამასთან, Bloomberg-ის თანამოსაუბრეების თქმით, ირანი ასევე აპირებს ამ პროცესში მონაწილეობას, ხოლო ჩინეთი ჯერჯერობით უფრო ფრთხილ პოზიციას იკავებს, რადგან აცნობიერებს არჩევნებში ჩარევის შესაძლო შედეგებს.