1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ კვლავ არის რამდენიმე ელემენტი, რომელთაც დამუშავება სჭირდება -სერგეი ლავროვი
რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ კვლავ არის რამდენიმე ელემენტი, რომელთაც დამუშავება სჭირდება -სერგეი ლავროვი

რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ კვლავ არის რამდენიმე ელემენტი, რომელთაც დამუშავება სჭირდება -სერგეი ლავროვი

541
0

რუსეთი მზად არის, აშშ-თან უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს შეთანხმების ელემენტები, რომლებსაც დამუშავება სჭირდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, ტრამპს არ გაუმხელია შეთანხმების კონკრეტული ელემენტები, ამიტომ არც ის გააკეთებს ამას.

„აშშ-ის პრეზიდენტს სჯერა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. განცხადებაში პრეზიდენტი ახსენებს შეთანხმებას და ჩვენ მზად ვართ შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ კვლავ არსებობს რამდენიმე ელემენტი, რომელიც დამუშავებას საჭიროებს. ჩვენ სწორედ ამით ვართ დაკავებული“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთი ამერიკულ მხარესთან კონტაქტების შენარჩუნებას განაგრძობს.

„არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის ალბათ ერთადერთი ლიდერი პლანეტაზე, რომელიც აღიარებს ამ სიტუაციის საწყისი მიზეზის აღმოფხვრის აუცილებლობას, როდესაც მან თქვა, რომ უზარმაზარი შეცდომა იყო უკრაინის ნატო-ში შეყვანის მცდელობა. ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომა, მას სურს ამის გამოსწორება“, – აღნიშნა ლავროვმა.