1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სამხრეთკავკასიური დერეფნები: უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა გამწვავდება”-უცხოური პრესა
“სამხრეთკავკასიური დერეფნები: უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა გამწვავდება”-უცხოური პრესა

“სამხრეთკავკასიური დერეფნები: უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა გამწვავდება”-უცხოური პრესა

198
0

„რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო დასრულებასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და მათ ახლო მდებარე რეგიონებში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ“, – ნათქვამია ლიბანის არაბულენოვან გაზეთ „ან ნაჰარში“ (An Nahar) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: “სამხრეთკავკასიური დერეფნები: უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ბრძოლა გამწვავდება” (ავტორი – იუსეფ ბადრი). „დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ომით არიან დაკავებულები, მაგრამ ისინი მაინც ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსეთისა და ჩინეთის ტრადიციულოი გავლენების ზონაში და დასკვნებს აკეთებენ. სიტუაცია გამწვავების სტადიაშია“, – წერს გაზეთი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„მოსალოდნელი ცვლილებები განპირობებულია რიგი ქვეყნების ურთიერთობების ტრანსფორმაციით, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ჩამოყალიბდნენ, განსაკუთრებით ეს ეხება თურქეთსა და რუსეთს  შორის ურთიერთობებს.

ანკარა-ბაქოს ღერძი და “რუსული ქოლგიდან” გასვლის მცდელობა

  მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, უკრაინას დახმარებას უწევს, ჩვენ მოსკოვისა და ანკარის მნიშვნელოვანი დაახლოების მოწმენიც ვხდებით. ორი ქვეყნის ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა დონეზე მტკიცდება. რუსეთი, რომელსაც ყურადღება უკრაინასთან ომზე აქვს გადატანილი, თვალს ხუჭავს თურქეთის პოზიციების გაძლიერებაზე კრემლის გავლენის ზონაში, სამხრეთ კავკასიაში. შესაბამისად, შეიქმნა ანკარა-ბაქოს ღერძი, რომელმაც სომხეთი დაამარცხა და რუსეთის გავლენა შეასუსტა, სამაგიეროდ კი გაძლიერდა თურქეთი, როგორც პოლიტიკური ამინდის შემქმნელი და მასშტაბური ნაციონალისტური პროექტის – ერთიანი პანთურქისტული სახელმწიფოს იდეის რეალიზატორი, ევროპიდან ჩინეთამდე საზღვრებით.

თურქულენოვანი სახელმწიფოების ამასწინანდელ სამიტზე წარმოდგენილი იყო „ერთიანი თურქული ანბანის“ პროექტი, რომელიც, კირილიცის ნაცვლად, ლათინურ ალფაბეტზე იქნება დაფუძნებული და მიმართულია თურქულენოვანი ხალხების კულტურული კავშირების განმტკიცებისაკენ.

სამხრეთი კავკასია და ცენტრალური აზია ძველებური აღარ იქნება. დასავლეთი ყურადღებით უყურებს, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია რუსეთისა და ჩინეთის ტრადიციული გავლენის ზონებში. რეგიონის ქვეყნებმა დაიწყეს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ პოლიტიკის გატარება და ნაკლებად იცავენ „ერთიანი რუსული ქოლგის“ წესებს, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“)  წესდებით არის განპირობებული და სადაც ფორმალურად რუსეთი დომინირებს. ამ მხრივ აღსანიშნავია სომხეთის საგარეო პოლიტიკური ზიგზაგები, რომელიც, ერთი მხრივ ცდილობს დასავლეთისაკენ გადახრას, მაგრამ მეორე მხრივ, კვლავ რუსეთზე მიბმული რჩება ეკონომიკურად.

მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნება სურს, მაგრამ კრემლი იძულებულია ახალი რეალიები გაითვალისწინოს. უკრაინასთან ომის გაჭიანურების გამო რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ძალთა განლაგება იცვლება. განსაკუთრებით ეს ეხება ირანის როლს, რომელიც ტრადიციულად ცდილობდა დაბალანსებული ურთიერთობა ჰქონოდა კონკურენტებთან – თურქეთთან, ისრაელთან და არაბულ ქვეყნებთან.

პარტნიორთა თუ მოწინააღმდეგეთა დერეფნები?

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-4 დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ კალუგინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა განიხილოს „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP), რომელიც სომხეთის სამხრეთ ნაწილზე გაივლის და ერთმანეთთან აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს. მისი ფრთხილი ტონი ასახავს იმას, რომ მოსკოვი აღიარებს აშშ-ის და თურქეთის მოქმედებას რუსული გავლენის ზონაში.

ძველი დერეფნების შენარჩუნებისა და ახლების შექმნისათვის ბრძოლა, როგორც ჩანს, მოვლენების განვითარების საკვანძო სახე იქნება.  ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ „ტრამპის მარშრუტის“ პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რაც სხვადასხვა ვარიაციების შესაძლებლობას ქმნის.

საქართველომ უკვე დაიწყო შეშფოთების გამოხატვა თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქმედების გამო, რომელიც მის როლს ემუქრება – როგორც შავი ზღვის ნაპირზე მდებარე ქვეყნის [სატრანზიტო] ფუნქციებს. ამის შედეგად თბილისი ფოკუსირდება არა იმდენად ნატოსთან, არამედ რუსეთთან, ირანთან და ინდოეთთან კავშირებზე.

ირანი, თავის მხრივ, ააქტიურებს თანამშრომლობას ყაზახეთთან და თურქმენეთთან „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის ჩარჩოებში. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენას გააძლიერებს, ანკარა ვერ შეაღწევს ცენტრალურ აზიაში ხმელეთიდან, ირანის გვერდის ავლით.

წყარო: