1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსებმა კიევს 10-ზე მეტი დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს – რა ხდება უკრაინაში ომის 525-ე დღეს
რუსებმა კიევს 10-ზე მეტი დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს – რა ხდება უკრაინაში ომის 525-ე დღეს

რუსებმა კიევს 10-ზე მეტი დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს – რა ხდება უკრაინაში ომის 525-ე დღეს

459
0

 ომის 525-ე დღეს, რუსულმა ძალებმა წუხელ კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, მისი თქმით, განადგურებულია 10-ზე მეტი დრონი.

“ყველა საჰაერო სამიზნე – 10-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი – საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს”, – აღნიშნა პოპკომ.

მისი თქმით, დრონების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა. “დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობა და ტროტუარი. არანაირი სერიოზული დაზიანება არ ყოდილა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება”, – აღნიშნა პოპკომ.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მოსახლეობის მხრიდან რუსული ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევა მატულობს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე საოკუპაციო კონტინგენტსა და პროუკრაინულად განწყობილ მოსახლეობას შორის წინააღმდეგობა მკვეთრად არის გაზრდილი.

„სისტემატური ხასიათი აქვს „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს. ორგანიზატორები და შემსრულებლები სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც, ზოგიერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი “ტელეგრამში” წერს.

მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მას შემდეგ გააძლიერა, რაც შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.