რუსებმა ხარკოვი დაბომბეს – დაღუპულია 48 ადამიანი
214
0
რუსულმა ძალებმა ხარკოვში, კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 48 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს კაფესა და მაღაზიას კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 48 დაღუპული ადამიანის, მათ შორის 6 წლის ბიჭის ცხედარი“, – აცხადებს სინეგუბოვი.
მისი თქმით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი და ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.