1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუბიო სიკორსკის: მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ
რუბიო სიკორსკის: მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ

რუბიო სიკორსკის: მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იდგებოდნენ

88
0

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის  განცხადებას, უკრაინისთვის Starlink-ის გათიშვის ალბათობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

მისი თქმით, უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გათიშვით.

„ეს უბრალოდ რაღაცების გამოგონებაა, არავინ დამუქრებია უკრაინას Starlink-ის გათიშვის თაობაზე. მადლობა თქვი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ წააგებდა ამ ომს და რუსები ახლა პოლონეთის საზღვარზე იქნებოდნენ“, – წერს რუბიო და სიკორსკის განცხადებას აზიარებს.