1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს – პრემიერი
როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს – პრემიერი

როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს – პრემიერი

451
0

იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის, რეალურად, განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების უკვე გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის.

„სრულიად აშკარაა, რომ ამ ყველაფერს აქვს მკაფიოდ პოლიტიკური საფუძველი. თქვენ იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა დაიწყო 2008 წელს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ყოველგვარ კომუნიკაციაზე მიხეილ სააკაშვილთან. რაც შეეხება ახალი ეტაპის პრობლემებს, ეს პრობლემები შეიქმნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს მიმართ წამოვიდა კონკრეტული მოთხოვნა, რაზეც ჩვენ არ დავეთანხმეთ შესაბამის სუბიექტებს და ამასთან დაკავშირებით წარმოექმნა პრობლემები ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც, როდესაც გაიყინა თანხმები მის ანგარიშზე შვეიცარულ ბანკში. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. საერთაშორისო მედიაში რა კოორდინაციასაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, ამასაც აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საფუძველი. ეს ყველაფერი გამოიყენებოდა შანტაჟის ინსტრუმენტად ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება.

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ერთი მარტივი რამ, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ დათმობს ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. თქვენ იცით, რომ 2011 წელს ის პოლიტიკურ პროცესში შემოვიდა ძალიან დიდი რისკის ფასად, ყველაფერი გვერდზე გადადო იმის გამო, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი უალტერნატივო გზა ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და ასე იყო ეს 2022 წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, იყო სერიოზული შანტაჟი, არცერთ ეტაპზე არც კი უფიქრია ვინმეს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განადგურებასთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, ცალსახად, ეს არის პოლიტიკური შანტაჟი. სამწუხაროა, რომ ოდესღაც ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც განთქმული იყო თავისი საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის. ამით ანგრევენ, რეალურად, თვითონ შვეიცარულ ბანკებს, მაგალითად Credit Suisse-ის აქციების ფასი 100-ჯერ და მეტად არის გაუფასურებული. თავის დროზე თუ იყო Credit Suisse-ის აქციის ფასი 80 ფრანკი, დღეს 1 ფრანკს არის ბევრად ჩამოცილებული. ამითაც, რა თქმა უნდა, სარგებლობენ კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც იაფად ყიდულობენ შესაბამის აქციებს. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კოორდინაციის შედეგი. იყო კონკრეტული ძალიან მძიმე მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის, რეალურად, განადგურებას, მეორე ფრონტის გახსნას და სწორედ ამას უკავშირდება ეს პოლიტიკური ინტერესები, რის გამოც ხდება შვეიცარული ბანკების უკვე გამოყენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.