
როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი საქართველოში
სინოპტიკოსები 20 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ.
ქუთაისში დღისით +1 და ღამით -3 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები თოვას ვარაუდიბენ.
თოვას ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 ითოვებს ბათუმშიც, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. ითოვებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +2, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
ითოვებს სოხუმშიც. +4 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით -4 გრადუსი იქნება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვს ჭიათურაშიც, დღისით 0 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი იქნება ახალციხეში, დღისით ჰაერი 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც თოვლს ელოდებიან, -2 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.
ითოვებს გორში, სადაც დღისით 0 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოშიც ითოვებს, დღისით -2, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც თოვს დღის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც თოვს. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც თოვლიანი დღეა, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ითოვებს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ცივი და ნალექიანი ამინდი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 22 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება.