როგორი ამინდი იქნება საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
382
0
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 29-34 ხოლო, აღმოსავლეთ საქართველოში 30-35 გრადუსამდე დაფიქსირდება. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში ასევე თბილისშიც.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ დედაქალაქში, სადაც, ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 აგვისტოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება.