1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი” – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე
“როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი” – სალომე ზურაბიშვილი  სააკაშვილის შეწყალებაზე

“როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი” – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

190
0

“მე ანგარიშვალდებული ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი“, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ ამბობს უარს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე.

„იმიტომ, რომ ანგარიშვალდებული ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა გადაიტანა სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი, რომელმაც მრავალი მსხვერპლი დატოვა. ეს არის საკითხი, რომელიც ჰყოფდა და ჰყოფს საქართველოს მოსახლეობას. საქმე ეხება არა იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა თვლის, რომ ის არ არის დამნაშავე. ისინი შეიძლება ვერ თანხმდებოდნენ, რომ მას შესაძლოა არ ეპყრობოდნენ ისე, როგორც პრეზიდენტს უნდა მოექცნენ. ისინი ძალიან ჰუმანურები არიან; ქართველები ძალიან ტოლერანტები არიან. მაგრამ მოსახლეობის განცდა არის ის, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ზოგიერთი დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილი იყო მისი რეჟიმის დროს.

ზოგადად, ასეთი განწყობა არსებობს, მაგრამ ამავე დროს არის განცდა, რომ მას ღირსეულად უნდა მოეპყრონ და გამოსავალი უნდა მოიძებნოს. აღვნიშნავ, რომ ექსტრადიციის მოთხოვნა არ ყოფილა. ეს ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შეწყალება არის მორალური საკითხი, რომელზეც მე ვარ პასუხისმგებელი ადამიანების წინაშე, მაგრამ ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ევროპაში ჩემს კავშირებთან და ვცდილობ ვიმუშაო ხელისუფლებასთან, რათა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც უფრო შეესაბამება იმას, თუ როგორ უნდა მოექცე ყოფილ პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია, მათ შეუძლიათ განსხვავებულად უპასუხონ ექსტრადიციის მოთხოვნას, მაგრამ უნდა უპასუხონ. ისინი პასუხისმგებელნი არიან ამ
გადაწყვეტილებაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კითხვაზე, მიმართა თუ არა მას ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს პირადად ბევრმა ადამიანმა სთხოვა, მაგრამ მან აღნიშნა, რომ შეწყალება გამოსავალი არ არის.

„თუმცა, არის სხვა გზები და თუ არის ზეწოლა, მაშინ უნდა მოხდეს ზეწოლა იქ, სადაც პასუხისმგებლობაა და სადაც ძალაუფლებაა, რათა რაღაც შეიცვალოს“.
„მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ეს ყველაფერი ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც უნდა მოძებნოს გზები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც ხდება გარე სამყაროში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.