1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როგორ ხარ, გაყიდულო საქართველო”- თაკო ჩარკვიანი
“როგორ ხარ, გაყიდულო საქართველო”- თაკო ჩარკვიანი

“როგორ ხარ, გაყიდულო საქართველო”- თაკო ჩარკვიანი

639
0

“აბა როგორ ვართ?! როგორ ხარ, გაყიდულო საქართველოვ?! სახლებიდან ხომ არ გამოუყრიხართ ჯერ?!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონის და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

„აბა, როგორ ვართ?! როგორ ხარ, გაყიდულო საქართველოვ?! სახლებიდან ხომ არ გამოუყრიხართ ჯერ?! ცეკვა-თამაშით გადაბარებულო, ღირსებააყრილო, მტრის წინაშე მოკუნტრუშევ და მომღერალო, მტრის ფერხულში ჩაბმულო და მასხარად ქცეულო, ოლიგარქის-ბატონის მსახურო, ხელგაწვდილო ,ბეჩავო, მიწა-წყალ წართმეულო, სიმღერის იმედად დარჩენილო „დასჭექე“ შენებურად მრავალჟამიერი, იქნება აქ შემოსულ 100 ათასობით ვითომ „ტურისტად“ შემოსულ რუს (პუტინის) უცხოტომელებს კერძო საკუთრებაში რომ იფორმებენ მთელ ქვეყანას თავი მოაწონო, მაგრად „დასჭექე“ იქნება უპატრონო საქართველო კიდევ უფრო მოეწონოთ და აღარ წავიდნენ აღარასოდეს, იქნება ისევ აგვჩეხონ ნიჩბებით რუსთაველზე და იქნებ, მოგენატრა, ჩემო ქვეყანავ, კისერზე დადებული მათი ჩექმა და გაუპატიურებული ქალები და დამწვარი ბავშვები და ენა ამოგლეჯილი კაცები?!

იქნებ მოგენატრა „უფროსი ძმის“ მოქნეული ნიჩაბი და ცხვირთან მოტანილი და დაქნეული საჩვენებელი თითი, ჰოდა, მაშინ იმღერე, იმღერე რაც ძალი და ღონე გაქვს, ვიდრე ჯიშ-ჯილაგს გადაგიგვარებენ, ამოგვიწყვეტს მტერი, რადგან სხვა, არც არაფერი გცოდნია, ძვირფასო, ჩემო კეთილო და უგუნურო მოცეკვავე და მომღერალო, ჩემო საქართველო!“ – წერს ჩარკვიანი.