
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს საკვების ადვილად მონელებაში – ფერმენტების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში
აქტიურად დავუბრუნდით ყოველდღიურ რუტინას, ბავშვები სკოლასა და ბაღში დადიან, ჩვენ კი ვცდილობთ, სამუშაო გარემოსა და უამრავ საქმეს გავუმკლავდეთ. ასეთ დაძაბულ რეჟიმში ჯანსაღი კვება იშვიათ სიამოვნებად არის ქცეული, ამიტომაც არჩევანს ხშირად სწრაფი მომზადების საკვებზე ან მძიმე კერძებზე ვაჩერებთ, რაც ერთი შეხედვით ცვლის სრულფასოვან სადილს და მარტივ გამოსავლად გვევლინება. ალბათ, დამეთანხმებით, მიუხედავად ჯანსაღი კვების დაცვის მცდელობისა ხშირია ისეთი დღეები, როცა მეგობრის დაბადების დღეზე, სამსახურის წვეულებაზე თუ უბრალოდ საღამოს სადმე განტვირთვისას გვიწევს ცხიმიანი, კალორიული და მძიმე კერძების მიღება. ამ სეზონზე, როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრული ადამიანებისთვის, მონელების პრობლემები განსაკუთრებით ხშირია. ორგანიზმს უჭირს ცხიმიანი, გადამუშავებული (როგორიცაა: ძეხვეული, ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილეული, გაყინული, ან მზა კერძები, ნახევარფაბრიკატები, ტკბილი სასმელი, ჩიფსი და სხვა) ან სწრაფად მიღებული საკვების სრულფასოვნად მონელება, რაც იწვევს სიმძიმეს, შებერილობასა და დისკომფორტს. ასეთ შემთხვევებში ადამიანები ხშირად თვითნებურად მიმართავენ დამხმარე ფერმენტულ საშუალებებს, რათა სწრაფად შეიმსუბუქონ სიმძიმის შეგრძნება და საჭმლის მონელება გაამარტივონ.
რა თქმა უნდა, ფერმენტული საშუალებები საჭმლის მონელებისთვის საკმაოდ ეფექტურია, რადგან ისინი ხელს უწყობენ საკვების ძირითადი კომპონენტების – ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სწორად გადამუშავებას და მათ სრულფასოვან ათვისებას. როცა ფერმენტები საკვებს სრულად ამუშავებენ, ორგანიზმი იღებს აუცილებელ ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა როგორც ზრდისთვის, ისე ყოველდღიური აქტივობებისთვის. სწორედ ამიტომ ფერმენტული პრეპარატები განსაკუთრებით სასარგებლოა იმ შემთხვევებში, როცა კუჭ-ნაწლავის სისტემა სრულყოფილად ვერ ასრულებს თავის ბუნებრივ ფუნქციას, მაგალითად, ცხიმიანი ან მძიმე საკვების მიღების შემდეგ, პანკრეასის ფუნქციის დაქვეითებისას ან მონელების ქრონიკული პრობლემების დროს.
დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე ფერმენტული პრეპარატები ფართოდ არის წარმოდგენილი. აფთიაქებში გვხვდება როგორც ტაბლეტური ფორმები, ისე მიკროსფეროებისა და მიკროპელეტების შემცველი კაფსულები. ბევრი პაციენტისთვის ეს მრავალფეროვნება შეიძლება დამაბნეველიც იყოს, თითქოს, ყველა საშუალება ერთნაირად უნდა მოქმედებდეს, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის.
იცოდით, რომ ფერმენტული პრეპარატის შერჩევისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა მისი გამოშვების ფორმას აქვს?!
როდესაც ფერმენტული საშუალება ტაბლეტის სახით არის წარმოდგენილი, მისი მოქმედება ხშირად ნაწილობრივია. ტაბლეტი საკვებთან სრულად და თანაბრად ვერ ერევა, რაც მის ეფექტს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ ფორმას შეუძლია ხელი შეუწყოს საკვების ცალკეული ულუფების მონელებას, მაგრამ მისი შედეგი არ იქნება სრულყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ სააფთიაქო ბაზარზე არსებობს რამდენიმე პოპულარული მედიკამენტი ტაბლეტური ფორმით, ისინი ხშირად ვერ უზრუნველყოფენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, რის გამოც ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სიმძიმის შეგრძნება, მუცლის შებერილობა და დაღლილობა საკვების მიღების შემდეგ, სრულად არ ქრება.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა IV თაობის მიკროპელეტური ფორმის ფერმენტულ პრეპარატებს, რომლებიც ნაწლავში ხსნადი გარსითაა დაფარული. ასეთი ფორმა უზრუნველყოფს ფერმენტების კუჭის მჟავა გარემოსადმი მდგრადობას, თანაბრად ერევა საკვებს და სწრაფად გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, რაც ზრდის საკვებთან შეხების ფართობს და მაქსიმალურ ეფექტს უზრუნველყოფს. შედეგად, ფერმენტები ეფექტურად მონაწილეობენ საკვების მონელებაში, უზრუნველყოფენ ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების სრულფასოვან დაშლას და მნიშვნელოვნად ამცირებენ არასასურველ სიმპტომებს.
IV თაობის მიკროპელეტური ფორმის პრეპარატები აღიარებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ, რაც ადასტურებს მათ უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის დროს, საერთაშორისო სტანდარტებით, რეკომენდებულია ლიპაზას მაღალი დოზის შემცველი მიკროპელეტები, საწყისი დოზა კი მინიმუმ 10 000 საერთაშორისო ერთეულია.
ფერმენტული პრეპარატების ყველა უპირატესობა განსაკუთრებით კარგად არის წარმოდგენილი პრეპარატ კრეზამში.
კრეზამი 10000-ის ერთი კაფსულა შეიცავს 225 მგ პანკრეატინს და სრულად აკმაყოფილებს IV თაობის მიკროპელეტური ფორმის ფერმენტების ყველა მოთხოვნას. მისი ფორმულა, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული მიკროპელეტების სახით, უზრუნველყოფს ფერმენტების მდგრადობას კუჭის მჟავა გარემოსთან, თანაბრად ერევა საკვებთან და სწრაფად აღწევს თორმეტგოჯა ნაწლავში. თითოეული დოზა მოიცავს მინიმუმ 10 000 საერთაშორისო ერთეულ ლიპაზას, რაც უზრუნველყოფს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების სრულფასოვან დაშლას.
კრეზამის გამოყენება ხელს უწყობს სიმძიმის, მუცლის შებერილობისა და საჭმლის მონელების სხვა არასასიამოვნო სიმპტომების შემცირებას. სწორედ ამიტომ, მსგავსი ტიპის ფერმენტული პრეპარატები ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრად უფრო მოსახერხებელი და ეფექტურია, ისინი არა მხოლოდ მონელების პროცესს ამარტივებენ, არამედ გვაძლევენ საშუალებას, თავი თავისუფლად და ენერგიულად ვიგრძნოთ, ზედმეტი დისკომფორტის გარეშე. შესაბამისად, კრეზამი იმ აუცილებელ მედიკამენტებს შორისაა, რომელიც ყოველდღიურობაში შეგვიძლია მუდამ თან გვქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კვების ჩვეული რეჟიმიდან გადახვევა დისკომფორტის გარეშე გვსურს.
კრეზამის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და მიღებული საკვების შემადგენლობის მიხედვით. ჩვეულებრივ, კრეზამის საწყისი დოზა შეადგენს 1 კაფსულას ძირითად კვებასთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა. ერთ მიღებაზე, 1 კაფსულაზე მეტის მიღების აუცილებლობისას, რეკომენდებულია 1 კაფსულა დაინიშნოს ჭამის წინ, ხოლო დანარჩენი – უშუალოდ ჭამის დროს.
(R)