1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის -სალომე ზურაბიშვილი
როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის -სალომე ზურაბიშვილი

როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის -სალომე ზურაბიშვილი

37
0

მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს ყველაფერი ახალგაზრდების ხელშია.

„პირველ რიგში მეცოდება კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთი იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი. რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც არც ერთს არანაირი უფლება არ გააჩნიათ. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი, ერთმანეთის მისალმების თუ დაჩოქების. სამაგიეროდ, არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არა მხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ ძალიან მალე ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი მოვალეობაა, ყველა ერთად იდგეს.

„ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად მზად არ არიან, რომ მიატოვონ საქართველო და იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი ყველასი ერთად. მე როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.