1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,რეიტინგები მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მშვიდობაზე, ღირსებასა და კეთილდღეობაზე დადებულ ფსონს ასახავენ”-დავით ქართველიშვილი
,,რეიტინგები მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მშვიდობაზე, ღირსებასა და კეთილდღეობაზე დადებულ ფსონს ასახავენ”-დავით ქართველიშვილი

,,რეიტინგები მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მშვიდობაზე, ღირსებასა და კეთილდღეობაზე დადებულ ფსონს ასახავენ”-დავით ქართველიშვილი

401
0

ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-ს მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებ ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე: „საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“, „ქართულმა ოცნებამ“ 59,3% აიღო.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელში წერს, „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მშვიდობაზე, ღირსებასა და კეთილდღეობაზე დადებულ ფსონს ასახავს.

„გორბის” მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლევებიდან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2022 წლის მარტის გამოკითხვა უკრაინის ომის თემატიკაზე. სხვადასხვა ფორმულირებით დასმულ შეკითხვებზე: „უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო ამ ომში?“ – გამოკითხულთა 70-დან 83%-მდე უარყოფითი პასუხი გასცა. საინტერესოა, რომ ამ „პაციფისტების“ რიგში „ნაცმოძრაობის“ მომხრეებიც დაფიქსირდნენ.

გავიდა საკმაო ხანი. მმართველმა პარტიამ და „ხალხის ძალამ“ „გორბის“ იმდროინდელი კვლევების შედეგები საზოგადოებრივ დაკვეთად აღიქვეს და ქვეყანას „ბახმუტიზაცია“ თავიდან აარიდეს. ახლაც, წინამდებარე რეიტინგები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოსახლეობის უმრავლესობის მიერ სწორედ მშვიდობაზე, ღირსებასა და კეთილდღეობაზე დადებულ ფსონს ასახავენ.

რაც შეეხება ფერნაკლული ცისარტყელას დროშას დამსგავსებულ და ცალკეულ ფერებად დაშლილ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ – არც არავინ უარყოფდა მათ არსებობას და გარკვეულ საარჩევნო შანსებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გასამართი ვერც „ნიურნბერგის” პროცესი დაანონსდებოდა ჩვენი მხრიდან…“,- წერს დავით ქართველიშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.