1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რაც უნდა ვიცოდეთ ბუასილზე და როგორ ვიმოქმედოთ დროულად
რაც უნდა ვიცოდეთ ბუასილზე და როგორ ვიმოქმედოთ დროულად

რაც უნდა ვიცოდეთ ბუასილზე და როგორ ვიმოქმედოთ დროულად

101
0

არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა გამჟღავნება ბევრს ეუხერხულება. სწორედ ასეთია ბუასილი – მდგომარეობა, რომელიც ჩუმად, ნელა და თითქოს უსიმპტომოდ იპარება ჩვენს ცხოვრებაში. ბუასილი, იგივე ჰემოროიდული დაავადება, წარმოადგენს სწორი ნაწლავის ჰემოროიდული ვენების კვანძოვან გაფართოებას და ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პროქტოლოგიურ პათოლოგიას. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 38%-ს აღენიშნება ბუასილი სხვადასხვა სიმძიმისა და სტადიის მიხედვით. დაავადება ყველაზე ხშირად ვითარდება და პროგრესირებს 20-55 წლის ასაკში, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ჰემოროიდულ ბალიშებში მიმდინარე დეგენერაციული ცვლილებების გამო სიმპტომები შეიძლება შემცირდეს ან პირიქით – გარკვეულ ადამიანებში პერიოდულად გამწვავდეს.

ბუასილის განვითარებას ხშირად წინ უძღვის ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც შეუმჩნევლად, მაგრამ თანდათანობით ზრდის დატვირთვას ჰემოროიდულ ვენებზე. ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორები დაკავშირებულია იმ ქცევებთან და მდგომარეობებთან, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივ მოვლენად გვხვდება. ხანგრძლივი ჯდომა და ფიზიკური უმოქმედობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია: საათობით კომპიუტერთან ან საჭესთან ჯდომა ართულებს სისხლის მიმოქცევას მენჯის არეში, რაც დროთა განმავლობაში სწორი ნაწლავის ვენების გადიდებას იწვევს. სწორედ ამიტომ ჰემოროიდული დაავადება განსაკუთრებით ხშირია ოფისის თანამშრომლებსა და მძღოლებში.

არაჯანსაღი კვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. უჯრედისით ღარიბი საკვები, ცომეულისა და ცხიმოვანი კერძების ჭარბი მიღება, წყლის ნაკლებობა ანელებს ნაწლავის მუშაობას და იწვევს ყაბზობას. დეფეკაციის დროს ძლიერი დაძაბვა კი ზრდის წნევას ჰემოროიდულ ვენებში, რომელიც ივსება სისხლით, ჩნდება შეშუპება, ანთება და შესაძლოა ნახეთქებიც. ასეთ შემთხვევებში ბუასილის განვითარება მხოლოდ დროის საკითხია.

ფიზიკური გადატვირთვაც საფრთხის შემცველია. სიმძიმეების აწევა, განსაკუთრებით ზედმეტი ძალისხმევით, მუცლის ღრუს წნევას ზრდის და ჰემოროიდულ ვენებზე დამატებით ზეწოლას ქმნის. ამ მიზეზით ბუასილი ხშირია სპორტსმენებში, მაგალითად ძალოსნებში.

ორსულობა, სიმსუქნე და ასაკიც ზრდის რისკს. ორსულობისას გაზრდილი საშვილოსნო ვენურ სისტემაზე ზეწოლას ახდენს, ხოლო ჭარბი წონა აძლიერებს სისხლის შეკავებას მენჯის არეში. ასაკთან ერთად კი ვენების ელასტიურობა მცირდება ვენური კედლები სუსტდება და სისხლის უკუმიმოქცევა ირღვევა. 

არსებობს ასევე გენეტიკური წინასწარგანწყობაც, რაც დაავადების განვითარების შანსს კიდევ უფრო ზრდის.  თუმცა სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და პრევენციული ჩვევები მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს, თუნდაც მემკვიდრეობითი ფაქტორი არსებობდეს.

ბუასილი თავიდან შეუმჩნევლად იწყება. პაციენტს აწუხებს დისკომფორტი, უცხო სხეულის შეგრძნება უკანა ტანში, ქავილი ან მსუბუქი წვა. თუ ამ ნიშნებს ყურადღება არ მიექცა, პროცესი პროგრესირებს – ვენური კვანძები იბერება, ჩნდება ტკივილი და დეფეკაციის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სისხლდენა.

განასხვავებენ ბუასილის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე ბუასილს ახასიათებს ძლიერი და შეუპოვარი ტკივილი. პაციენტს უჭირს ჯდომა, სიარული, სამუშაოზე კონცენტრაცია და ხშირად უყალიბდება დეფეკაციის შიში. ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ანემია და საერთო სისუსტე. ქრონიკული ბუასილი ტკივილით იშვიათად ვლინდება, მაგრამ პერიოდულად მწვავდება. მისი უგულებელყოფა იწვევს კვანძების გადიდებას და მდგომარეობის გამწვავებას, რის გამოც დროული მკურნალობა გადამწყვეტია.

ბუასილის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს როგორც ცხოვრების წესის კორექციას, ისე მედიკამენტურ ჩარევას. ამ მიზნით ფართოდ გამოიყენება ვენოტონური პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ შეშუპებას, ტკივილს და ხელს უწყობენ სიმპტომების სწრაფად შემსუბუქებას.

სწორედ ასეთ პრეპარატს წარმოადგენს ესპანური, მიკრონიზებული ვენოტონური საშუალება ტურბომიკრონ G, რომლის შემადგენელი ნივთიერებებია დიოსმინი და ჰესპერიდინი. დიოსმინი ამცირებს ვენურ შეგუბებას, აძლიერებს სისხლძარღვების კედელს, აუმჯობესებს ვენურ ტონუსს და ამცირებენ შეშუპებასა და ანთებას, ხოლო ჰესპერიდინი აძლიერებს დიოსმინის მოქმედებას და იცავს კაპილარებს დაზიანებისგან. მიკრონიზაციის ტექნოლოგიის წყალობით აქტიური ნივთიერებების კომბინაციით იგი უკეთ შეიწოვება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ჰემოროიდული დაავადების დროს. შედეგად მცირდება ტკივილი, ქავილი და სისხლდენა.  

ტურბომიკრონ G განსაკუთრებით ეფექტურია ბუასილის ადრეულ და საშუალო სტადიებზე. მათი გამოყენება ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას და ამცირებს გამწვავების სიხშირეს. მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს ტურბომიკრონ G-ით მკურნალობის სარეკომენდაციო დოზირებაა: მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს ტურბომიკრონ G-ის მიღება იწყება ინტენსიური სქემით:

ტურბომიკრონ G პირველი ოთხი დღე მიიღება: 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, სულ 6 ტაბლეტი დღეში, შემდეგი სამი დღე – 2 ტალეტი 2 -ჯერ დღეში, სულ 4 ტაბლეტი დღეში.

ქრონიკული ბუასილის მკურნალობისა და შეტევების პროფილაქტიკისთვის მიიღება დღეში 2 ტაბლეტი, 2-3 თვის განმავლობაში.

პრეპარატის შეძენა შესაძლებელია ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

(R)