რა უნდა გავითვალისწინოთ ანტიბიოტიკოთერაპიის დროს? – მიკრობიოტას დაცვა და დიარეის პრევენცია
ჩვენი და ჩვენი შვილების ყოველდღიური ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია – სამუშაო შეხვედრები, საოჯახო საქმეები, ბავშვების სკოლა-ბაღი და ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობისთვის არასაკმარისი დრო. როდესაც გარემოს ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და ზამთრის სეზონი ახლოვდება, ამ დატვირთულ დღის წესრიგს ხშირად ემატება კიდევ ერთი არასასურველი თანამგზავრი, სეზონური ინფექციები. გაციება, ყელის ტკივილი და ინტენსიური ხველა ხშირად იმ მცირე, მაგრამ მკვეთრად შემაწუხებელ სიმპტომებს წარმოადგენს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დამატებითი დისკომფორტია და ენერგიას გვაცლის.
სეზონური ვირუსული ინფექციები როგორც წესი 5-7 დღეში თავისთავად ლაგდება, თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ვირუსულ ინფექციას თან ერთვის ბაქტერიული გამომწვევიც, საჭირო ხდება ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყება, რომლის მთავარ გამოწვევად გვევლინება არა მხოლოდ ძირითადი დაავადების დაძლევა, არამედ მკურნალობის თანმხლები ისეთი გვერდითი ეფექტების პრევენცია, როგორიცაა დიარეა (ფაღარათი).
ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული დიარეის მიზეზი მავნე ბაქტერიებთან ერთად „მეგობარი ბაქტერიების“ განადგურებაა. ანტიბიოტიკი, მოქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ არჩევს სამიზნეს და ანადგურებს სასარგებლო ბაქტერიებსაც, რომლებიც ასე უხვად სახლობენ ჩვენს ნაწლავებში. ეს კი იწვევს ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის დარღვევას, რასაც დისბიოზი ეწოდება. დისბიოზის ყველაზე ხშირი და გავრცელებული კლინიკური გამოვლინებაა დიარეა.
ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეა კლინიკურად განისაზღვრება როგორც დეფეკაციის სიხშირის მატება, დღეში სამჯერ ან მეტჯერ, რასაც თან ახლავს ფაფისებრი, სითხის შემცველი ან სრულიად თხიერი განავლოვანი მასები. ეს მდგომარეობა პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ როგორ ზემოქმედებს ანტიბიოტიკი ნაწლავის ბუნებრივ მიკრობიოტაზე, იმ ფაქიზ ეკოსისტემაზე, რომელიც პასუხისმგებელია საკვების მონელებაზე, იმუნური ბალანსის შენარჩუნებაზე და ჩვენს ენერგიულობაზე.
ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, დიარეა ვითარდება ყოველ მეხუთე პაციენტში, რომელიც გადის ანტიბიოტიკოთერაპიის კურსს. თუმცა ეს მაჩვენებელი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს კონკრეტული პრეპარატის, დოზის, მკურნალობის ხანგრძლივობისა და პაციენტის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დიარეის განვითარების ალბათობა ერთნაირი არ არის ყველა ანტიბიოტიკის შემთხვევაში.
კლინიკური გამოცდილება ცხადად მიუთითებს, რომ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეა ბევრად უფრო ხშირად ვითარდება გარკვეული ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებისას. ეს განპირობებულია მათი ფარმაკოლოგიური მახასიათებლებით, კერძოდ, რამდენად ფართოა მათი მოქმედების სპექტრი და რა ინტენსივობით არღვევენ ისინი ნაწლავური მიკრობიოტის ბუნებრივ ბალანსს. დისბიოზის განვითარების ყველაზე მაღალი რისკი უკავშირდება ამპიცილინსა და ამოქსიცილინს, განსაკუთრებით მათ ფართოსპექტრიან ფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვნად არღვევენ ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსს. იგივე ეხება კლინდამიცინს, რომელიც ასევე ერთ-ერთ მაპროვოცირებელია დიარეის და ასევე ცეფალოსპორინებს, რომელთაც ნაწლავურ ფლორაზე ძლიერი ზეგავლენა აქვთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ორი და მეტი ანტიბიოტიკის კომბინაცია კიდევ უფრო მეტად ზრდის დიარეის განვითარების ალბათობას.
ვინაიდან ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე წინასწარ რთულია განსაზღვრა, ვის განუვითარდება დიარეა და ვის – არა, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები ერთხმად ემხრობიან პროფილაქტიკურ მიდგომას. კერძოდ ისეთი მედიკამენტებისა თუ საკვები დანამატების მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაწლავური მიკრობიოტის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას და ხელ უშლიან „სასარგებლო“, „მეგობარი“ ბაქტერიების განადგურებას. დღეისთვის ამ მხრივ ყველაზე ეფექტურ მიდგომად ითვლება პრე- და პრობიოტიკების გამოყენება, კერძოდ კონკრეტულად იმ პრობიოტიკული შტამების, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი და დადასტურებულია.

ლაქტო-G ფორტე სწორედ ამ კრიტერიუმებით გამოირჩევა. ის წარმოადგენს სინბიოტიკს და შეიცავს როგორც პრობიოტიკს („მეგობარ ბაქტერიებს“), ასევე მათი გამრავლებისთვის აუცილებელ საკვებ ნიადაგსაც (პრებიოტიკს) ფრუქტოოლიგოსაქარიდის სახით. ლაქტო-G ფორტეს ერთი კაფსულაში 5 მილიარდი სიცოცხლისუნარიანი ბაქტერიაა Lactobacillus-ისა და Bifidobacterium-ის ჯგუფებიდან. პრე- და პრობიოტიკის სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს „მეგობარი ბაქტერიების“ სწრაფ გამრავლებას, ნაწლავური მიკრობიოტის დაცვას და შესაბამისად ამცირებს ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის განვითარების ალბათობას.
ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეის თავიდას ასარიდებლდ რეკომენდებულია ლაქტო-G ფორტეს მიღება დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპიის პირველივე დღიდან და გავაგრძელოთ მისი მიღება ანტიბიოტიკის დასრულების შემდგომაც 5-7 დღის განმავლობაში. ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დიარეის სამკურნალოდ კი, ლაქტო-G ფორტე უნდა დაინიშნოს სიმპტომების გამოვლენისთანავე და მიღება გაგრძელდეს არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში.
ლაქტო-G ფორტეს მიღება რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში: 0-2 წლის ბავშვებისთვის, 1 კაფსულა დღეში. კაფსული შიგთავსი შესაძლოა გავხსნათ მცირეოდენ წვენში ან სხვა დამტკბარ სითხეში; 2-12 წლის ასაკში 1-2 კაფსულა დღეში; ხოლო 12 წელს ზემოთ 2-3 კაფსულა დღეში. სასურველია ანტიბიოტიკის მიღებასა და ლაქტ-G ფორტეს მიღებას შორის არსებობდეს 2-3 საათიანი შუალედი.
იმისათვის რომ ანტიბიოტიკო-ასიცირებული დიარეის პროფილაქტიკა იყოს უფრო ხელმისაწვდომი და სინბიოტიკების დანიშვნამ მნიშვნელოვნად არ გაზარდოს მკურნალობის ღირებულება, PSP-ს სააფთიაქო ქსელში გარკვეული ანტიბიოტიკების შეძენისას ლაქტო-G ფორტე პაციენტს საჩუქრად გადაეცემა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს პროფილაქტიკის დაწყებას და ამცირებს ანტიბიოტიკოთერაპიის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
(R)