1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქვეყნის შიგნიდან პარტნიორებს ეხვეწებიან, რაიმე დამაკნინებელი მოქმედებები იყოს, მათ შორის საუბარი იყო პრემიერის გამოსვლის, შეხვედრების ჩახსნაზე, თუმცა მხოლოდ მიწვევის გაუქმება მოახერხეს-მამუკა მდინარაძე
ქვეყნის შიგნიდან პარტნიორებს ეხვეწებიან, რაიმე დამაკნინებელი მოქმედებები იყოს, მათ შორის საუბარი იყო პრემიერის გამოსვლის, შეხვედრების ჩახსნაზე, თუმცა მხოლოდ მიწვევის გაუქმება მოახერხეს-მამუკა მდინარაძე

ქვეყნის შიგნიდან პარტნიორებს ეხვეწებიან, რაიმე დამაკნინებელი მოქმედებები იყოს, მათ შორის საუბარი იყო პრემიერის გამოსვლის, შეხვედრების ჩახსნაზე, თუმცა მხოლოდ მიწვევის გაუქმება მოახერხეს-მამუკა მდინარაძე

325
0

ქვეყნის შიგნიდან პარტნიორებს ეხვეწებიან, იქნებ რაიმე დამაკნინებელი მოქმედებები იყოს, მათ შორის ლაპარაკი იყო პრემიერის გამოსვლის და შეხვედრების ჩახსნაზე, თუმცა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძისთვის მიწვევა გააუქმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.

„ბაიდენის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, წინასწარვე გვქონდა ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, ამას არ ვასაჯაროებდით. ახლა თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ არა მხოლოდ ამაზე მიმდინარეობდა მუშაობა, არამედ, ქვეყნის შიგნიდან, პირდაპირი გაგებით, ეხვეწებიან, იქნებ დამაკნინებელი მოქმედებები იყოს პარტნიორების მხრიდან. მათ შორის, საუბარი იყო და ინფორმაცია არსებობდა იმის შესახებ, რომ შეშვება-არშეშვების საკითხზეც რაღაც დაბრკოლება მაინც ყოფილიყო, რათა შემდეგ ჟურნალისტებს აქ რაღაც ეთქვათ. მათ შორის ლაპარაკი იყო გამოსვლის ჩახსნაზეც და იმ შეხვედრების, რაც შედგა. ვერცერთი მოხერხდა და მოახერხეს ერთადერთი – ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯერ გაუგზავნა მოწვევა და შემდეგ გააუქმა. ან რას იწვევდნენ, ვინ ეხვეწებოდათ, ან შემდეგ რაღას აუქმებდნენ? დაპატიჟება-არდაპატიჟებისთვის რომ მაშველი რგოლი გადმოუგდონ ოპოზიციას, რათა შემდეგ ამით ისპეკულირონ და თქვან, აი, იზოლაციაში მყოფი საქართველო, პრემიერი, რაღაც უნიჭო თეატრალური წარმოდგენები დადგან?

არც მოწვევა უკვირს ვინმეს, არც არმოწვევა. სხვათა შორის, ზუსტად ვიცით, გაგრძელდება ეს, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები. დასანქცირებისა არ იყოს, რა შეიცვალა პირველ და მეორე დასანქცირებებს შორის? ახალი აქციები იყო და რომელიმე პოლიციელმა ვინმეს რამე დაუშავა? პოლიციელმა თუ რამე დააშავა, მერე გაიგეს? შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მოახლოვდა არჩევნები. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ „ფორმულას“, „მთავარს“, „ტვ პირველს“ მზა პროდუქტი გექნებათ პიარისათვის, რათა ნეგატიური კამპანია აწარმოონ. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით რესურსი არა აქვთ, სოფლებშიც კი ვერ შედიან, ამომრჩეველს ვერ ელაპარაკებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.