„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა
300
0
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ფრაქციის ის სამი კანდიდატი დაასახელა, რომელსაც მმართველი გუნდი პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგენს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – კახი კახიშვილი;
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი მეძმარიაშვილი;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზაზა ლომინაძე.