1. Home
  2. სიახლეები
  3. საზოგადოება
  4. “ქართული ოცნების” წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის გამო, ალეკო ელისაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება
“ქართული ოცნების” წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის გამო, ალეკო ელისაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

“ქართული ოცნების” წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის გამო, ალეკო ელისაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

82
0

“ქართული ოცნების” წევრზე ალი ბაბაევზე თავდასხმის გამო, ალეკო ელისაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი – ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია განცხადებაში.