1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქართული ოცნება” მოჯადოებულ, პარალელურ რეალობაში აცხოვრებს ხალხს” – პაატა მანჯგალაძე
“ქართული ოცნება” მოჯადოებულ, პარალელურ რეალობაში აცხოვრებს ხალხს” – პაატა მანჯგალაძე

“ქართული ოცნება” მოჯადოებულ, პარალელურ რეალობაში აცხოვრებს ხალხს” – პაატა მანჯგალაძე

258
0

პროპაგანდას კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა – „ქართული ოცნება“ მოჯადოებულ, პარალელურ რეალობაში აცხოვრებს ხალხს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ანგარიში აჩვენებს იმ მძიმე ვითარებას, რაც ქვეყანას აქვს.

„კიდევ ერთხელ ფარდა ახადა „ქართული ოცნების“ პროპაგანდას ევროპელი პარტნიორების შეფასებებმა. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ამ დროს ვხედავთ როგორ გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, მათი პროპაგანდაა ასევე, რომ რეკომენდაციები შესრულებულია და პირდაპირ გვეუბნებიან ვენეციის კომისიაში, ყველა ევროპულ ინსტიტუციაში, რომ რეკომენდაციები შესრულებული არ არის და 9 შესასრულებელი აქვს ქვეყანას. „ქართული ოცნება“ მოჯადოებულ, პარალელურ რეალობაში აცხოვრებს ხალხს, ქვეყანაში ყველა მიმართულებით მძიმეა ვითარება, მარტო ტროლები და ბოტები მუშაობენ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განაცხადების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა. ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში არარეგულარულად დარჩენის შემთხვევის რაოდენობა 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით – 21 910 ადამიანი 2022 წელს და 11 695 ადამიანი 2021 წელს.