1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქალბატონო სალომე, მოხსენით გრიფით „საიდუმლო“ ჩემს სამთავრობო ხარჯებს და ეს ავტომატურად შეწყვეტს პროცესს -მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს 
ქალბატონო სალომე, მოხსენით გრიფით „საიდუმლო“ ჩემს სამთავრობო ხარჯებს და ეს ავტომატურად შეწყვეტს პროცესს -მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს 

ქალბატონო სალომე, მოხსენით გრიფით „საიდუმლო“ ჩემს სამთავრობო ხარჯებს და ეს ავტომატურად შეწყვეტს პროცესს -მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს 

192
0

უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა და ის ეყრდნობა დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს, რომ თურმე რუსეთი არ აძლევს ჩემი გათავისუფლების საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას. მე მინდა ვუთხრა ყველას, არ გეხამუშებათ, ამაში რომ მონაწილეობთ? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება, საქართველოს სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქმე უწოდა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა, გრიფით “საიდუმლო” მოხსნას ხარჯებს, რომელიც ამ პროცესს მყისიერად დაასრულებს.

„დღეს არის საქართველოს ისტორიაში და ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული პროცესის გაგრძელება. საერთოდ, საიდან წარმოიქმნა პროცესი? ყველა ხარჯზე ჰქონდა საქართველოს საპრეზიდენტო სამსახურს, საქართველოს საპრეზიდენტო ადმინისტრაციას ჩეკი, ესე იგი ჩვენ არ გვქონდა შავი ბუღალტერია. მე ძალიან მომეწონა მღებრიშვილის ჩვენება წინა პროცესზე, მოქმედმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ყველა ხარჯი გაწეული იქნა კანონიერად. მათ შორის ის, რაზეც მასამართლებთ, ჰილარი კლინტონისთვის ნაყიდი „რედბულისთვის“, რომელიც მაშინ ღირდა 3.10 ლარი, სხვათა შორის ახლა ღირს 6.20 ლარი, ეს ზუსტად აჩვენებს ფასების ზრდის დინამიკას. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ ყველაფერი გვქონდა თეთრი და არ გვჭირდებოდა შავნაბადას ტყეში ჩუმად სიარული და ყურში ჩურჩული, იმიტომ, რომ ყველაფერი იყო გახსნილი. სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, მე მესმის, რომ ის ხშირად ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი. ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის. ასევე, ის, რომ მოიხსნას გრიფით “საიდუმლო” გერმანულ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველ დღე აკეთებს მთავრობა. თქვენ გაქვთ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს. მღებრიშვილის ჩვენების შემდეგ საქმე უნდა გამოცხადებულიყო დახურულად და გამოცხადებულიყო გამამართლებელი განაჩენი. თუ გამოაქვეყნებთ ხარჯებს, ეს სწორედ მოხდება.

უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა და ის ეყრდნობა დასავლურ დაზვერვებს, რომ თურმე რუსეთის არ აძლევს ჩემი გათავისუფლების საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას. მე მინდა ვუთხრა ყველას, არ გეხამუშებათ, რომ ამაში მონაწილეობთ, რომ რუსეთის ტყვის დაკავებაში მონაწილეობთ? ახლა ეს დადასტურებულია ოფიციალური ორგანოების და დაზვერვების დონეზე, ეს ისედაც ყველამ ვიცოდით“,- განაცხადა სააკაშვილმა.