პუტინს ხელში დომინოს კიდევ ერთი ქვა უვარდება: კრემლი მმართველი პარტიის გამარჯვებას იზიარებს, მაგრამ თბილისში შეიძლება არეულობა დაიწყოს – The Economist
ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინს ხელში დომინოს კიდევ ერთი ქვა უვარდება: კრემლი მმართველი პარტიის გამარჯვებას იზიარებს, მაგრამ თბილისში შეიძლება არეულობა დაიწყოს“, რომელშიც განხილულია საქართველოში შექმნილი ვითარება და მოცემულია მცირე პროგნოზიც – რა ბედი ეწევა საქართველოს ახლო მომავალში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გარდამტეხ მოვლენას წარმოადგენს იმ ქვეყნისათვის, რომლის დემოკრატიულ რეფორმებს დასავლეთი ოდესღაც მხურვალედ ესალმებოდა. ამ არჩევნების სახით პროევროპულ ოპოზიციას, ალბათ, ერთადერთი შანსი ჰქონდა როგორმე გამოესწორებინა ის შეცდომები, რომელიც ანტიდასავლურმა მთავრობამ დაუშვა და როგორმე იმ ზარალის კომპენსირება მოეხდინა, რომელიც ქვეყანას მიადგა. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებდა. მაგრამ თუ ცენტრალური საარცევნო კომისიის ოფიციალურ სედეგებს დავუჯერებთ, ქართულ ოპოზციას შანსი ხელიდან საბოლოოდ გაუსხლტდა – მმართველმა პარტიამ „ ქაულმა ოცენბამ“ ხმების 54% მიიღო, ხოლო ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლიობაში – მხოლოდ 38%.
როგორც ჩანს, ეს მონაცემები აღარ შეიცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინის კრემლი როგორც არასდროს, ისე ახლოს დგას თავის მიზანთან – კიდევ ერთი სახელმწიფო-კლიენტის შექმნასთან. საინტერესოა, რომ საქართველოში არჩევნები მოლდოვას მოვლენების ფონზე გაიმართა: იქაც ხელისუფლება რუსეთის გავლენას განიცდის და არავინ იცის, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი მომავალ კვირაში დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურში – პროევროპელი თუ პრორუსი კანდიდატი.
საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, საქართველოში გამართულ არჩევნებში უამრავი დარღვევები შენიშნეს, იმედგაცრუებული ოპოზიცია კი აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევა და სხდომებს ბოიკოტს გამოუცხადებს: „ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – ამობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველომ, ბოლო დრომდე დასავლეთის მოკავშირე ქვეყანამ, ისეთი პოლიტიკის განხორციელება დაიწყო, რომელიც „უცნობ ზღვაში ცურვას ჰგავს“. მმართველი პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს – განდეგილი მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში საქმიანობის დროს დააგროვა. უკრაინაში მიმდინარე ომისადმი საქართველოს მთავრობის მიერ დაკავებულმა ნეიტრალურმა პოზიციამ დასავლური საზოგადოება საკმაოდ განარისხა. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ავტორიტარული მართვის სიმპტომებიც გამოაჩნდა, რითაც დაადასტურა, რომ მზადაა დემონსტრანტები გარეკოს და ძალის გამოყენებით ყოველგვარი დემოკრატიული ნორმები დაარღვიოს. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ისეთი ანტიდასავლური კანონებია მიღებული, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებულ ევროინგრაციულ კურსს არ შეესაბამება.
ოპოზიცია ამ ყველაფერს რუსეთის ზეგავლენით ხსნის: მათი აზრით, კრემლი ზეწოლას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე და ცდილობს ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს. ანუ „ქართული ოცნება“ თავისი მოქმედებით, მოსკოვის მიზნების განხორციელებას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, მმართველი პარტია ასეთ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ოპოზიციას „გლობალური ომის პარტიის“ მიერ მოწყობილ შეთქმულებაში ადანაშაულებს. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია ისე ჩაატარა, რომ ამომრჩევლებს ომისადმი შიში ჩაუნერგა – თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ქვეყანა ომში ჩაებმება და უბედურება მოხდებაო. მმართველ პარტიას პლაკატებიც თავისი პოზიციის შესაბამისი ჰქონდა: დანგრეული უკრაინის ამსახველი ფოტოების გვერდით – აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველოს სურათები“.
თავის მხრივ, კრემლი „ქართულ ოცნებას“ მოსკოვიდან ეხმარებოდა: აქებდა მმართველი პარტიის შემრიგებლურ პოლიტიკას და სადაზვერვო ინფორმაციებს რეკლამას უკეთებდა, ვითომდა ამერიკას „თბილისური მაიდნის“ მოწყობა უნდა („კიევის მაიდნის“ მსგავსად, რომელიც კრემლმა უკრაინასთან ომის დაწყების მიზეზად გამოიყენა), რაც ქართველებისთვის შემზარავად ჟღერს, 2008 წლის ომის გამოცდილების გამო.
„აირჩიე მშვიდობის“ წყალობით ხელისუფლებამ ბევრი ამომრჩევლის კეთილგანწყობა მოიპოვა: „ჩვენ ევროპაში ცხოვრება გვსურს, – ამბობს 60 წლის ექიმი ლევან კობალაძე, რომელმაც ხმა მისცა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანში, – „მაგრამ დასავლეთის ქვეყნები, პირველ რიგში კი აშშ, უბრალოდ, იმის გაკეთებას გვაიძულებს, რაც თვითონ სურს“. „2008 წლის ომის დროს დასავლელემა მოკავშირეებს არაფერი არ გაუკეტებიათ ჩვენს დასახმარებლად, ახლაც სიტუაცია მეორდება: თუ რუსეთი უკრაინის მხარეზე ომში ჩავებმებით და რუსეთი თავს დაგვესხმება, სამ დღეში გაგვანადგურებს, დაგვანგრევს უკრაინის მსგავსად, ჩვენი მშველელი არავინ არ იქნება“.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდაო, თუმცა, თუ დამკვირვებლებს დავუჯერებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არჩევნების დროს მრავალი კანონდარღვევა მოხდა – როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მაგალითად, ბიულეტენების ერთად ჩაყრის ფაქტი, ე.წ. „კარუსელები“ და ა.შ. არჩევნების შედეგები, განსაკუთრებით რეგიონებში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მეტყველებს – თითქმის 80%-მდე.
რა ბედი ექნება საქართველოს? „ქართული ოცნების“ გამარჯვების გაქანება ისეთი აღმოჩნდა (ალბათ, საარჩევნო თაღლითობის წყალობით), რომ ოპოზიციისათვის ეს ფაქტი თავდაპირველად მოულოდნელი აღმოჩნდა – რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის ქუჩები ოპოზიციონერებისაგან ცარიელი რჩებოდა, თუმცა შემდეგ გონს მოეგნენ, საპროტესტო მიტინგი ჩაატარეს და როგორც არცევნების შედგების აღიარებაზე, ისე პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. შესაძლებელია დაიწყოს უწესრიგობები.
რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებსაც, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ალბათ რომელიმე მხარის არჩევა მოუწევთ, აშშ-ის მიმართ უფრო მეტი სიმპათიები აქვთ.
ამჟამად ყველაზე უდიდესი პრობლემა ისაა, რომ საქართველო დასავლეთს ხელიდან უსხლტება. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი-დამკვირვებელი გიორგი კუპატაძე ამბობს, „ჩემი ქვეყანა ვენესუელის ან ბელარუსისაკენ მიდის“.