1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში” – ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი
“პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში” – ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი

“პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში” – ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი

444
0

რუსეთმა კიბერსივრცეში უკრაინის წინააღმდეგ წინსვლა ვერ შეძლო ქვეყანაში შეჭრიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ. განაცხადა ბრიტანეთის სამთავრობო კომუნიკაციების ცენტრის (GCHQ) ხელმძღვანელმა.

დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯერემი ფლემინგმა The Economist-ის სტატიაში განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა იყენებს კიბერ შესაძლებლობებს უკრაინის ომში.

“პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიხარულის მიზეზი, ჩვენ არ უნდა უგულვებელვყოთ, თუ როგორ მუშაობენ რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში”, – განაცხადა ფლემინგმა.

“შეჭრიდან ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენთვის ნათელია, რომ უკრაინაში ჩავარდა არა მხოლოდ ქვეყნის აღების მცდელობა, არამედ კიბერ შეტევის გეგმაც”, – დასძინა ფლემინგმა.

ფლემინგმა თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამთავრობო სისტემების გასატეხად გამოიყენაკიბერჯაშუშური პროგრამა – WhisperGate. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ადრეც იყენებდა იგივე ტაქტიკას სირიასა და ბალკანეთში.

“ინტერნეტ დეზინფორმაცია რუსეთის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია”, – დასძინა მან.