1. Home
  2. კონფლიქტები
  3. პუტინმა, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოაცხადოს – NYT
პუტინმა, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოაცხადოს – NYT

პუტინმა, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოაცხადოს – NYT

156
0

თუ უკრაინის კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული აღმოჩნდება, კრემლმა შესაძლოა რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადოს. ამჯერად კიდევ უფრო მეტი რეკრუტის გამოძახებაა შესაძლებელი, ვიდრე გასული წლის შემოდგომაზე, – ამის შესახებ რამდენიმე დასავლელმა პოლიტიკოსმა განუცხადა The New York Times-ს ანონიმურობის პირობით.

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ოკუპირებული უკრაინის მიწიდან რუსული ჯარის განდევნა, როგორც მიმდინარე კონტრშეტევის ნაწილი, ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ვარაუდი, რომ უკრაინის არმია იბრუნებს და იკავებს რუსების მიერ ადრე ოკუპირებული ტერიტორიის საკვანძო ნაწილს.

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების თანახმად, ყველაზე სავარაუდო სცენარი არის უკრაინის მცირე გამარჯვება საომარი მოქმედებების საწყის ეტაპზე, როგორიცაა დონბასის ზოგიერთი ნაწილის დაბრუნება ან რუსეთის განდევნა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სასოფლო-სამეურნეო და სამთო ტერიტორიებიდან.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აღება და ერთ-ერთი უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბრუნება იქნება სიმბოლური და სტრატეგიული გამარჯვება“, – წერს გაზეთი.
ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ყირიმთან ეგრეთ წოდებული სახმელეთო ხიდის გაჭრა. ეს  ნახევარკუნძულზე რუსულ სამხედრო ობიექტებს შეუქმნის საფრთხეს და  შეფერხებადა ჯარებისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება.

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კონტრშეტევის სასიცოცხლო მიზანი უნდა იყოს რუსეთის შეიარაღებული ძალების შემდგომი დასუსტება. წელს რუსეთის ჯარებმა უკვე განიცადეს დიდი დანაკარგი ბახმუტისთვის გამართულ ბრძოლებში.

ამავდროულად, ზოგიერთი მოკავშირე ოფიციალური პირი, პირიქით, შიშობს, რომ შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა შეიძლება აღმოჩნდეს „ზედმეტად წარმატებული“,  ჯარისკაცების მასობრივმა დაკარგვამ შეიძლება აიძულოს ვლადიმერ პუტინი გამოაცხადოს უფრო დიდი მობილიზაცია.

„ამერიკის სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ უკრაინაში სრული დამარცხება ან ყირიმის დაკარგვა არის ორი სცენარი,  სწორედ ამის შემდეგმპუტინს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს“, – აღნიშნავს გამოცემა.