1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  პუტინის განკარგულებით, რუსეთში არალეგალურად მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა ქვეყანა 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ან “მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა”
 პუტინის განკარგულებით, რუსეთში არალეგალურად მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა ქვეყანა 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ან “მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა”

 პუტინის განკარგულებით, რუსეთში არალეგალურად მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა ქვეყანა 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ან “მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა”

1.59K
0

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთში არალეგალურად მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა 2025 წლის 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ქვეყანა ან „მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა“.

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე.

გარდა ამისა, დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ უცხოელებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებიც რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ოთხ რეგიონში (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის) ჩავიდნენ განკარგულების ძალაში შესვლამდე 90 დღეზე მეტი ვადით და სამუშაოდ, 2025 წლის 10 ივლისამდე უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება აივ-ინფექციასა და ნარკოტიკის მოხმარებაზე.

დოკუმენტის თანახმად, განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.