1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პრეზიდენტი ცდილობს, კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი და უფლებამოსილებები”- ირაკლი ქადაგიშვილი
“პრეზიდენტი ცდილობს, კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი და უფლებამოსილებები”- ირაკლი ქადაგიშვილი

“პრეზიდენტი ცდილობს, კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი და უფლებამოსილებები”- ირაკლი ქადაგიშვილი

437
0

ერთი მარტივი მოცემულობით გამოვდივართ – თითქოს, ვინც რუსებზე ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, დავინახეთ, რომ მისმა პოლიტიკამ მოგვიტანა რუსეთის ყველაზე უფრო მწვავე ყოფნა საქართველოში და შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მუდარა, რომ პუტინს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაველაპარაკებით , – ასე ეხმაურება  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტია თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი  პრეზიდენტის განცხადებას, რომ “რუსეთს უფრთხილდებიან – ვაიმე, რაიმე არ ვაწყენინოთ”.

მისი თქმით,  ისე მოქმედებენ,  “რომ საქართველოში რუსეთის აგრესია არ გაძლიერდეს და რუსეთთან რაიმე სახის მოლაპარაკებებში შესვლაზე სახვეწარი არ გვქონდეს.”

” რაც შეეხება იმას, როგორია საქართველოს საერთაშორისო ვექტორი და ქვეყნის მუშაობა საგარეო მიმართულებით, ჩვენს პოზიციას მკაფიოდ ვამბობთ და გამოკვეთილია კონკრეტულ გადაწყვეტილებებში. ახლახანს იყო ნატო-ს ისტორიული სამიტი, სადაც საქართველო განსაკუთრებული სტატუსით იყო მიწვეული, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე ახალი პოლიტიკის შემუშავების პირობებში, საქართველო რეგიონში არის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი. ამასთან, ამერიკის კონგრესმა თავდაცვის ბიუჯეტის ავტორიზაციის აქტი მიიღო, სადაც მათ შორის საქართველოზე კვლავ არის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ხაზს ვუსვამთ – კანდიდატის სტატუსი არაობიექტურად არ მოგვანიჭეს, ევროკავშირის ლიდერები ადასტურებენ, რომ ქვეყანას აქვს მძლავრი შესაძლებლობა, მესიჯი ევროპულ პერსპექტივაზე და ისევე, როგორც 2 სხვა სახელმწიფო, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს შესაძლებლობა საქართველოს პროგრესის გზაზე შესაძლებელი გახდეს,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის განცხადებით,  ბოლო პერიოდში პრეზიდენტი ცდილობს, “კონსტიტუციის გარეთ დაინახოს საკუთარი თავი და თავისი უფლებამოსილებები და აქედან გამომდინარე, თავის თავს უფლებას აძლევს, იმის ნაცვლად, რომ ნეიტრალური იყოს, მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდეს”.