1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა არასდროს არ არის კარგი იდეა -შალვა პაპუაშვილი
პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა არასდროს არ არის კარგი იდეა -შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა არასდროს არ არის კარგი იდეა -შალვა პაპუაშვილი

136
0

ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, თუ რამით შეუძლიათ, დაეხმარონ ქართულ პოლიტიკურ კლასს ე.წ. პოლარიზაციის დაძლევაში, საკმარისია, უბრალოდ, იმოქმედონ კანონის უზენაესობის სულისკვეთებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორ შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ჩადენილი დანაშაულების მიუხედავად, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი კვლავაც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში.

მისი თქმით, კეზერაშვილის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოცემა თუ არ მოხდება, პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთში აირევა.

„თუ რამით შეუძლიათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, დაეხმარონ ქართულ პოლიტიკურ კლასს ე.წ. პოლარიზაციის დაძლევაში – საკმარისია, უბრალოდ იმოქმედონ კანონის უზენაესობის სულისკვეთებით.

ერთ-ერთი ასეთი მარტივი და ლეგიტიმური აქტი იმ კრიმინალის დაკავება იქნება, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ევროპაში, რომელიც დღესაც დაუღალავად ირჯება ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციისთვის.

ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ქართულმა სასამართლომ ხუთი მილიონი ევროს მითვისებისთვის ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს ფული მან საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს მოჰპარა. მოგვიანებით კეზერაშვილს შეეხო ამნისტია და სასჯელი ხუთ წლამდე შეუმცირდა, თუმცა პატიმრობისგან თავის დაღწევას დღემდე საზღვარგარეთ ყოფნით ცდილობს. ეს ხუთი მილიონი ევრო ბიუჯეტში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად იყო განკუთვნილი. აღნიშნული წვრთნები არასდროს ჩატარებულა, მაგრამ ფული კი, გაქრა.

სხვა თანამდებობების გარდა, კეზერაშვილი მიხეილ სააკაშვილის დროს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მწირი თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა შემოსავალი არასდროს ჰქონია, 2012 წელს საქართველო, როგორც მულტიმილიონერმა დატოვა.

მას შემდეგ კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ ტელეკომპანიას „ფორმულა TV“. ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მეშვეობით, მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ კეზერაშვილი „ფორმულა TV“-ის მეშვეობით, ასობით ათას დოლარს უხდის ამერიკელ ლობისტებს იმისთვის, რომ დაეხმარონ კომპანიას, რომელიც სრულიად არაპოპულარულია საქართველოში, გაავრცელოს პოლიტიკური პროპაგანდა უცხოელი აუდიტორიისთვის.

უფრო მეტიც, გასულ წელს კეზერაშვილმა მოახერხა საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდება, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია შეცვალა ახალი, მისივე შექმნილი „ლიდერით“, ლევან ხაბეიშვილით.

აღსანიშნავია, რომ კეზერაშვილი BBC-მაც ამხილა ევროპულ მასშტაბურ სკანდალში, რომლის თანახმად, მისი კომპანიები ევროპელ პენსიონერებს მრავალრიცხოვანი ქოლცენტრების მეშვეობით, თაღლითურად ძარცვავდნენ და დანაზოგს სძალავდნენ.

მიუხედავად ამ დანაშაულებისა, კეზერაშვილი კვლავაც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, ცხოვრობს მდიდრული ცხოვრების წესით და აგრძელებს პრობლემების შექმნას ქართული პოლიტიკისთვის. თუ არ მოხდება მისი საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოცემა, პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთში აირევა.

პოლიტიკასა და კრიმინალს შორის საზღვრების წაშლა არასდროს არ არის კარგი იდეა. ეს ბუნდოვანება მხოლოდ აფერხებს მართლმსაჯულებას, პოლიტიკურ კომპრომისს და საბოლოოდ, მშვიდობას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.