1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,პოლიციელებზე შტურმი და შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს და შეტევას სახელმწიფოზე”- ლევან მაჭავარიანი
,,პოლიციელებზე შტურმი და შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს და შეტევას სახელმწიფოზე”-  ლევან მაჭავარიანი

,,პოლიციელებზე შტურმი და შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს და შეტევას სახელმწიფოზე”- ლევან მაჭავარიანი

656
0

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აქციების დროს პოლიციელების მისამართით განხორციელებულ შეტევაზე საუბრისას განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, პოლიციელებზე შტურმი და შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს და შეტევას სახელმწიფოზე. 

„გმირად შერაცხა რადიკალურმა ოპოზიციამ, იგი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა და შემდეგ მათი ენჯეოორგანოზაციები – კოლექტიური გიგაურები და კოლექტიური ლომჯარიები ეწეოდნენ ამ კოქტეილის  რომანტიზირების კამპანის. ეს რაის ყოვლად მიუღებელი და დაუშველებელი. 

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად და შესაბამისად, მათზე შტურმი და შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს და შეტევას სახელმწიფოზე და ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ“, – აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.