პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
86
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ბრალდებულებისგან 49 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.