1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება, აშშ ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს, საჭიროა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება -მარკო რუბიო
პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება, აშშ ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს, საჭიროა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება -მარკო რუბიო

პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება, აშშ ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს, საჭიროა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება -მარკო რუბიო

563
0

პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება, აშშ ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს, საჭიროა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჯერ ცივი ომის შემდეგომ პერიოდში შევედით, მსოფლიო წესრიგი სწრაფად შეიცვალა, შემდეგ ახალი ეპოქა დაიწყო 12 თუ 14 წლის წინ და ჩვენ შევედით თითქმის თანაბარი კონკურენციის ეპოქაში, როდესაც აშშ-ს თითქმის თანაბარი კონკურენტი და მოწინააღმდეგე გაუჩნდა ჩინეთის სახით. და ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ამას. ჩვენი საგარეო პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს ამაზე და ახალი სამყაროს რეალობაზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს ისეთი სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც გაატარებს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას.

აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვა საჭიროებს ჩვენგან იმის უზრუნველყოფას, რომ შევძლოთ, თითოეულ დოლარს, რომელსაც ვხარჯავთ და თითოეული ქმედებას, რომელსაც ვახორციელებთ, ჰქონდეს გაზომვადი შედეგი, რომელიც სარგებელს მოუტანს ამერიკელ ხალხს. ამან ან ჩვენი ქვეყანა უნდა გახადოს უფრო უსაფრთხო, ან გააძლიეროს, ან კეთილდღეობა შემატოს. ამ სამიდან რომელიმე ერთი მაინც უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში კი – სამივე. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში არის მნიშვნელოვანი საკითხები და მათი გამომწვევი მიზეზები. პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება. ამერიკა ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს. საჭიროა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენ კვლავინდებურად უმსხვილესი დონორები ვართ საგარეო დახმარების კუთხით. დღევანდელი ბიუჯეტითაც კი, ცვლილებებით, რომლებიც განვახორციელეთ, მაინც უფრო დიდ წვლილს შევიტანთ უცხოურ დახმარებაში, ვიდრე მომდევნო 10 ქვეყანა ერთად აღებული. მეორე ადგილზე არა ჩინეთი, არამედ გერმანიაა და ის გაცილებით უკანაა, ვიდრე ჩვენ“, – განაცხადა რუბიომ.