1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,პირველი შემთხვევა იყო, როცა ოპოზიციამ ცესკოსთან მივარდნაც კი ვერ გაბედა, არაფრის რესურსი არ აქვთ” -პრემიერი
,,პირველი შემთხვევა იყო, როცა ოპოზიციამ ცესკოსთან მივარდნაც კი ვერ გაბედა, არაფრის რესურსი არ აქვთ” -პრემიერი

,,პირველი შემთხვევა იყო, როცა ოპოზიციამ ცესკოსთან მივარდნაც კი ვერ გაბედა, არაფრის რესურსი არ აქვთ” -პრემიერი

98
0

ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს. ჩვეულებრივად შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაიწყებს პარლამენტი მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო-ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს“.

„ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს, სხვათა შორის, უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო-ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს. ამას მარტივი მიზეზი აქვს- იმდენად შთამბეჭდავი და აშკარაა გამარჯვება, მათ შორის, იმდენად უსუსურია ყოველგვარი მცდელობა, ისაუბრონ არჩევნების მანიპულაციაზე ელექტრონული არჩევნების და უპრეცედენტო წინასაარჩევნო გარემოს პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა მათ მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული“,-განაცხადა კობახიძემ.