პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ადამიანს, რომელიც ამ დღეს დახმარებას გთხოვთ, უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრათ. ვარსკვლავები წარმატებულ დღეს გპირდებიან. გახსოვდეთ, ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ. ეცადეთ, საღამო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ, რათა გონება დღის საზრუნავისგან გაათავისუფლოთ.
კურო
ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტ ნერვიულობას მოერიდოთ და ემოციები აკონტროლოთ. გახსოვდეთ, რომ დაწყებული საქმის საბოლოო შედეგი თქვენს სიმშვიდესა და წონასწორობაზეა დამოკიდებული. დღის პირველ ნახევარში გუნდური მუშაობა გაცილებით უფრო შედეგიანი იქნება. აჩქარება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.
ტყუპები
ამ დღეს შეიძლება ვიღაცის მითითებების შესრულება და კოლეგების დახმარება მოგიწიოთ – შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი კეთილგანწყობით ისარგებლოს და სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რათა უნებურად ისეთი ვინმე არ შეურაცხყოთ, ვინც ამას არ იმსახურებს.
კირჩხიბი
სამახურში ყველაფერი შესანიშნავადაა – ამ დღეს მნიშვნელოვანი ამოცანების წარმატებით გადაჭრას და გეგმების განხორციელებას შეძლებთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ემოციებს თქვენზე ზემოქმედების უფლება არ მისცეთ.
ლომი
საინტერესო და დაძაბული დღეა. შესაძლოა, საკუთარი ინტერესების და საყვარელი ადამიანების დაცვა მოგიწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. პრობლემების დაძლევაში საკუთარი ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი დაგეხმარებათ.
ქალწული
კონფლიქტურმა სიტუაციამ, რომლის წარსულში მოგვარება ვერ შეძელით, შესაძლოა თავი შეგახსენოთ. გინდათ თუ არა, ამ პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება მოგიწევთ. ამის შემდეგ შესაძლოა, მნიშვნელოვანი საქმიანი წინადადება მიიღოთ. თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ.
სასწორი
მოემზადეთ რთული მოლაპარაკებებისთვის, სადაც დიპლომატიური უნარების დემონსტრირება მოგიწევთ. ეცადეთ, მოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ და თავაზიანობა გამოიჩინოთ – ასე უფრო მარტივად მიაღწევთ სასურველ შედეგს.
მორიელი
ვარსკვლავების კეთილგანწყობის წყალობით ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატებას აღწევთ და ყურადღების ცენტრში ექცევით. თავდაჯერება სასარგებლო კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებათ. უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. საქმეს უფრო სწრაფად დაასრულებთ, თუ მარტო იმუშავებთ და დროს ცარიელ საუბრებზე არ დაკარგავთ.
მშვილდოსანი
სასურველია, რომ გარშემო მყოფების მიმართ მეტი კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და ყოველ უმნიშვნელო შეცდომაზე არ აკრიტიკოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ ნუ აჩქარდებით და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მალე ინანებთ. ეს დღე ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ.
თხის რქა
ამ დღის ამოცანაა, რომ სერიოზული შეცდომები თავიდან აიცილოთ და კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. ნუ გააკრიტიკებთ კოლეგებს და მეგობრებს შეცდომების გამო, მით უმეტეს, რომ მალე მათი მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.
მერწყული
შესაძლოა, ამ დღეს ისეთი ადამიანებიც კი შეგეხმიანონ, რომლებიც დიდი ხანი არ გინახავთ. მოემზადეთ აქტიური და საინტერესო დღისთვის, რომელიც თქვენი პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ.
თევზები
ემოციურად დაძაბული დღეა. ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, რამაც შეიძლება კონფლიქტები და უსიამოვნო სიტუაციები გამოიწვიოს. დამატებითი სამუშაო დიდ დროს წაგართმევთ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ წინასწარ ნურაფერს დაგეგმავთ.