1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება -კახა კალაძე
პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება -კახა კალაძე

პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება -კახა კალაძე

188
0

პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მძღოლებს გასული წლის პირველი აპრილიდან საკუთრებაში გადაეცათ A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რისი გააქტიურებისთვის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ.

„გაითვალისწინეთ, რომ პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.