1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს -დონალდ ტრამპი
პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს -დონალდ ტრამპი

პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს -დონალდ ტრამპი

383
0

პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტობის მეორე ვადას გამოიყენებს ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად.

„გახსოვდეთ, რომ ისტორიის განმავლობაში ყველა კომუნისტური რეჟიმი ცდილობდა ეკლესიის დახურვას, ისე როგორც ფაშისტურმა რეჟიმმა სცადა მათი დამორჩილება და გაკონტროლება. და ამერიკაში რადიკალი მემარცხენეები ცდილობენ ორივეს. პირობას გაძლევთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

რაც შეეხება სამხრეთ კაროლინაში გამართულ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ტრამპის გამარჯვებას, „ბიბისი“ წერს, რომ მას ერთი ნაბიჯი აშორებს „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობამდე.