პეკინში რეკორდულად ცივი დეკემბერი დაფიქსირდა
614
0
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინში 1951 წლიდან ყველაზე ცივი დეკემბერი დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თვის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა ქალაქში ხშირად ეშვებოდა -10-ზე დაბლა. ამასთან, ექსპერტები იხსენებენ, რომ 6 თვის წინ პეკინში ისტორიის განმავლობაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა, რა დროსაც ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აღემატებოდა.
ცივი ამინდი დაფიქსირდა იაპონიის ჩრდილოეთსა და კორეის ნახევარკუნძულზე.