
პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია
166
0
საქართველოს პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია.
მის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე უყარეს კენჭი. გიორგი გვარაკიძეს მხარი დაუჭირა 83 დეპუტატმა ნულის წინააღმდეგ.
გიორგი გვარაკიძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც მოუსმინეს. მან პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა.
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე ხმათა უმრავლესობით 18 ივნისს აირჩია.