1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები
პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები

პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები

238
0

პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები.

შეკრებილებს შორის არიან სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ახალგაზრდები უკვე მე-12 დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელი აქცია პარლამენტთან გაიმართება და მსვლელობით სხვა ლოკაციაზე არ გადავლენ.

მათივე თქმით, პროტესტი პერმანენტული იქნება და არ შეწყდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

სტუდენტების განცხადებით, ისინი შეუერთდებიან 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქციას.