1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება – ირაკლი შოთაძე
ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება – ირაკლი შოთაძე

ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება – ირაკლი შოთაძე

326
0

ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უწყებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

„ეს გამოძიება მიმდინარეა და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, თუმცა, გამოძიებას აწარმოებს სუს-ი. 2013 წლიდან მოყოლებული ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შემხებლობა აღარ აქვს საქართველოს პროკურატურასთან, მას შემდეგ, რაც ის გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და არც შეიძლება ჰქონდეს. ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს, ეს არის უბრალოდ სპეკულაცია. რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას, ყველასთვის საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ გვაკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა და ყოფილა შეხვედრების შემთხვევებიც“, – განაცხადა შოთაძემ.

აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო.