1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ომის 217-ე დღე -რა ხდება უკრაინაში
ომის 217-ე დღე -რა ხდება უკრაინაში

ომის 217-ე დღე -რა ხდება უკრაინაში

662
0

რუსული აგრესიის 217-ე დღეს საოკუპაციო ძალები უკრაინის სამხრეთ ნაწილში გააქტიურდნენ.

უშედეგო აღმოჩნდა თავდასხმის მცდელობა ოდესის ოლქში. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა იქ სამი ირანული „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

 

აქტიურად გრძელდება კონტრშეტევა უკრაინული არმიის მხრიდან. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვისას შეაჯამა და, როგორც თავად თქვა, „კარგი ამბები“ დააანონსა.

 

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა და მას იმიტაცია უწოდა.