1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ოცნების მმართველობის დროს, უკანონო მოსმენებმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცებისას”-სოსო გოგაშვილი
“ოცნების მმართველობის დროს, უკანონო მოსმენებმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცებისას”-სოსო გოგაშვილი

“ოცნების მმართველობის დროს, უკანონო მოსმენებმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცებისას”-სოსო გოგაშვილი

172
0

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა „ნაცების“ პერიოდს რამდენჯერმე გადააჭარბა – კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, ენჯეოების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიების და ა.შ. – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილშია ნათქვამი.

გოგაშვილის განცხადებით, უკანონო მოსმენებს დაახლოებით, 2 000 ოპერატიული მუშაკი ახორციელებს.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მორიგ მიმართვაში აღწერს, თუ როგორ მოუშაობს ე.წ. მოსმენების სქემა.

„უკანონო მოსმენები რომ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ეს უკვე ყველამ იცის. სამწუხაროდ, საზოგადოება ამ მძიმე უფლების დარღვევას მიეჩვია და ყურადღებას სათანადოდ აღარ აქცევს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა „ნაცების“ პერიოდს რამდენჯერმე გადააჭარბა. ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ. მრწამსისა. ისმინება არა მხოლოდ ე.წ. მთავარი ობიექტი, არამედ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა, რადგან ტელეფონში რაიმე მნიშვნელოვანის თქმას ყველა ერიდება, თუმცა თუ ობიექტი მის ახლობელს რაიმეს საიდუმლოდ ეტყვის, ამ უკანასკნელმა შეიძლება ვინმეს ტელეფონით გაუმხილოს, რაც ოტოს საშუალებას აძლევს გაიგოს, რას ფიქრობს მთავარი ობიექტი. ივანიშვილი მოსმენებისათვის არამარტო სუს-ს იყენებს, არამედ შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას. საბოლოოდ, უკანონო მოსმენებს დაახლოებით, 2 000 ოპერატიული მუშაკი ახორციელებს. თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით, 100 000 ადამიანის მოსმენა. ოტოს შემოწმებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს, თუმცა ეს ფიქტიურია. ინსპექტორი სუს-ის უფროსს წინასწარ უკავშირდება და დაგეგმილი შემოწმების შესახებ აფრთხილებს. სუს-ის უფროსი თავის მხრივ, ოტოს უფროსს აფრთხილებს და გეგმური შემოწმების დროს, უკანონო მოსმენები ჩერდება. ამ პერიოდში მხოლოდ განჩინებით უსმენენ. „შემოწმება’’ დაახლოებით, ორი კვირა გრძელდება. გარდა „ჯი ეს ემ“ (GSM) ქსელების მოსმენისა, ოტო უკანონოდ უსმენს ვირუსების საშუალებით სხვადასხვა აპლიკაციების, კომპიუტერების, ლეპტოპების, ასევე შეიძლება ოფისების უკანონო აღჭურვა. კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, ენჯეოების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიების და ა.შ.

ე.წ. „ვიპ პერსონების’’ საუბრებს ოტო ივანიშვილს უგროვებს და მას ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის. ჩემს პერიოდში ოტოდან ბექა მამარდაშვილი მე მიგზავნიდა ამ კრებსებს, რომელსაც სპეციალურ ჯგუფს ვამუშავებინებდი და ყოველ მეორე დღეს ვატანდი ჩემს თანამშრომლებს ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ- მინისტრთან, რა თქმა უნდა, გომელაური სრულ პატაკს იღებდა. ივანიშვილი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში მითითებებს გვაძლევდა (სუს-სა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა.

ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა. პრემიერიდან დაწყებული რიგითი „ოტოშნიკით“ დამთავრებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, არიან ადამიანები, ვინც ამას დაადასტურებენ,“ – წერს სოსო გოგაშვილი.