1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნუ უყურებთ საქართველოს როგორც აშშ-სა და ევროკავშირის მარიონეტ ქვეყანას – რას წერს უცხოური პრესა
ნუ უყურებთ საქართველოს როგორც აშშ-სა და ევროკავშირის მარიონეტ ქვეყანას – რას წერს უცხოური პრესა

ნუ უყურებთ საქართველოს როგორც აშშ-სა და ევროკავშირის მარიონეტ ქვეყანას – რას წერს უცხოური პრესა

313
0

„დასავლეთი ცდილობს საქართველო კრემლის მარიონეტ ქვეყნად წარმოადგინოს, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველოს ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას, თუმცა ოქტომბერში ქვეყნის წინაშე პრობლემური პერიოდი დადგება – დიდი რისკია იმისა, რომ ღრმა პოლიტიკური კრიზისი განვითარდეს. და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ამაში მნიშვნელოვანი როლს აშშ და ევროკავშირი შეასრულებს“, – ნათქვამია აშშ-ის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის – ქუინსის ინსტიტუტის ჟურნალის „რესპონსიბლ სთეითქრაფთ“-ში (Responsible Statecraft – „პასუხისმგებლობითი სახელმწიფოებრივი მმართველობა“) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით  „ნუ უყურებთ საქართველოს როგორც აშშ-სა და ევროკავშირის მარიონეტ ქვეყანას“ (ავტორი – ანატოლ ლივენი, პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დასავლური მასმედიის ტიპიურ რეპორტაჟებში საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების’ მთავრობა, ჩვეულებრივ, წარმოდგენილია „პრორუსული“ მეტსახელით, რომელსაც თურმე „დემოკრატიული“ პარტიები უპირისპირდებიან. სიმართლე კი საკმაოდ სხვანაირია და რთულად გასაგები.

სინამდვილეში საქარტველოს მტავრობის პოლიტიკა განისაზღვრება არა მოსკოვისადმი სიყვარულით და მისი წამბაძველობით, არამედ ეროვნული ინტერესებით (როგორც ეს ოფიციალურ თბილისს ესმის) და წარმოადგენს ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი „შუალედურ რგოლს“ უწოდებს, ანუ ისეთს, რომელიც არ ექვემდებარება არც დასავლეთს და არც რუსეთს. ეს, თავის მხრივ, ასახავს იმ გლობალურ მოვლენებს, რომლებიც დიდი ხანია დასავლეთის კონტროლიდან გამოვიდნენ.

საქართველოში ყოფნისას მე ვნახე დიდი ობიექტები, რომლებსაც ჩინეთი აშენებს. ვაშინგტონის უკმაყოფილების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა პეკნთან კონტრატქსაც, რომელიც შავი ზღბის ქარტულ ნაპირზე ახალი ნავსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

უკიდურესად აუცილებელია, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა ქართული რეალობა ობიექტურად აღიქვან და გააცნობიერონ, თორემ, დიდი ალბათობით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო შეიძლება პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდეს, თანაც აშშ-ისა და ევროკავშირის წყალობით..

არჩევნების ჩატარება 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ჩემი ქართველი მოსაუბრეების საერთო თვალსაზრისით, მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია, „პროდასავლური“ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, განაცხადებს, რომ შედეგები გაყალბებულია და, „ქართული ოცნების“ დამხობის მიზნით, საპროტესტო აქციებს მოაწყობს.

ევროკავშირში და აშშ-ში გაკეთებული ამასწინანდელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დასავლურიელიტის უმრავლესობა ავტომატურად ოპოზიციის მხარეს დადგება. ნიადაგი ამისათვის უკვე მომზადებულია, შესაბამისი რიტორიკით: „მთავრობა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს!“, „მთავრობა ქართველი ხალხის ინტერესებს უგულვებელყოფს!“, „ქართული ოცნება“ დიქტატურას ამყარებს!“ და ა.შ. ამით იგულისხმება, რომ დიქტატორული ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩის საპროტესტო აქციების მოწყობა ერთადერთ სწორი მოქმედებას წარმოადგენს.

2012 წლიდან დაწყებული, „ქართულმა ოცნებამ“ სამჯერ მოიგო საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც სავსებით თავისუფლად და სამართლიანად ცატარდა.

რა თქმა უნდა, წარსულში დემოკრატიული არჩევნები ჩატარება არ გამორიცხავს, რომ ოქტომბრის არჩევნებში სიყალბე არ იქნება. მაგრამ დასავლელ ჩინოვნიკებს უნდა ახსოვდეთ, რომ 2020 წელს ოპოზიცია უკვე ამტკიცებდა – არჩევნები გაყალბდაო, მაშინ როცა დასავლელმა  დამკვირვებლებმა პირიქით, არჩევნები დემოკრატიულად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ზოგიერთი  ნაკლის მიუხედავად, ხმის მიცემა თავისუფლად ჩატარდა. არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

დასავლელმა მთავრობებმა და კომენტატორებმა ასევე უნდა აღიარონ, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათ ინფორმაციებს აწვდიან ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ, როგორც წესი, მტკიცედ არიან დაკავშირებულები ოპოზიციასთან და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას თვითონ დასავლეთი აფინანსებს.

ჯერ კიდევ 2023 წელს საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ აშშ ქვეყნის ხელისუფლების დასამხობად ნიადაგს ქმნის და ამ მიზნით, სერბი აქტივისტების დახმარებით, ქართველებს სამომავლო ანტისამთავრობო გამოსვლებისათვის ამზადებს

საერთოდ, ასეთი მოქმედება ახალი არ არის. ცივი ომის პერიოდში აშშ არცთუ იშვიათად ახორციელებდა ისეთი მთავრობების დამხობას, რომელთა ინტერესები და ხედვები აშშ-სა პოზიციებისაგან განსხვავდებოდა. ამერიკელებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ – მართლაც სურთ თუ არა ასეთი ტრადიციის გაგრძელება თანამედროვე პირობებში.

საქართველომ თავის მხრივ, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, შესაბამისი კანონი მიიღო (დასავლური აქტების მსგავსად), რომლებიც არასამათავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების საკითხის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა და აშშ-მა საქართვლოს დახმარება შეუჩერა და რიგი სახელისუფლო ჩინოვნიკების მიმართ სანქციები დააწესა. ევროკავშირის ელჩმა თბილისში მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთო.

კიდევ ერთი საკითხი, რაშიც დასავლეთი ოფიციალურ თბილისს ამუნათებს, ეს არის ანტირუსული სანქციებისადმი მიერთება. კაცმა რომ თქვას, საქართველო, რომელიც რუსეთის უშუალო მოსაზღვრე ქვეყანას წარმოადგენს, პრინციპში, ძველებურად ესწრაფვის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას, ცდილობს დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ემბარგო გარკვეულ დარგებში, მაგრამ ვაშინგტონი და ბრიუსელი მას მაინც საყვედურობს. ამ დროს კი მისი დასავლელი მეზობელი, ნატოს წევრი თურქეთი (და სხვებიც) უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და ბევრ დასავლურ სანქციას უგელვებელყოფს.

თბილისის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ახლო მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში არ დაეხმარება და აფხაზ-ოსი სეპარატისტების მიმართ მხარდაჭერას არ შეწყვეტს, კრემლის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება ქვეყნისათვის უდიდესი ზიანის მომტანი იქნება. თავის მხრივ, არც მოსკოვისათვის იქნება ეს მომგებიანი: „რაში ჭირდებათ რუსებს საქართველოსთან ომი? მათ ისედაც უკვე მიიღეს ის, რაც სურდათ“, – მითხრეს თბილისში ყოფნისას.

რუსეთის მიმართ „ქართული ოცნების“ [ერთგვარი „ლოიალური“] პოზიცია განპირობებულია ეკონომიკური ინტერესებითაც. ერთ-ერთმა ჩემმა ქართველმა მეგობარმა სარკასტულად თქვა: „ძალიან ბევრ ქართველს არ აქვს თბილი გრძნობები რუსეთის მიმართ, მაგრამ მათ ძალიან სურთ რუსეთითან ურთიერთობით მოგება მიიღონ“.

საქართველომ საკმაოდ ბევრი რამ მოიგო იმით, რომ რიგ შემთხვევებში დასავლური ანტირუსული სანქციები არ გაიზიარა. მიუხედავად იმისა, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, 2008 წლიდან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია (კრემლის აგრესიული ომის გამო), დიდტვირთიან ავტომობილებს, საქართველოს ტერიტორიის გავლით, რუსეთიდან სპარსეთის ყურისაკენ (და პირიქით) პროდუქცია უწყვეტად გადააქვთ და საზღვარზე მუდამ გრძელი რიგები დგას. რუსეთი დღემდე რჩება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის  გასაღება-გაყიდვის ძირითად ბაზრად. გარდა ამისა, საქართველო ბევრ რუს ტურისტს მასპინძლობს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2022 წელს 11%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს – 7,5%-ით.

საქართველოს მთავრობის პროპაგანდა ოპოზიციის მიმართ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციის სურვილს გაიზიარებს, მაშინ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტში აღმოჩნდება ჩათრეული, აშშ-ისა და „ომის გლობალური პარტიის“ ინტერესების შესაბამისად. მთავრობის ასეთ რიტორიკას ბევრი ქართველი ეთანხმება, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან გადაჭარბებულია.

ოპოზიციის მომხრეთა შორის, რომლებთანაც საუბარი მომიწია, ანტისაომარი განწყობა უფრო მეტია, ვიდრე ომის სურვილი. მაქსიმუმი, რასაც, ვთქვათ, საქართველოს ახალი მთავრობა გააკეთებს, ის იქნება, რომ თბილისი ხელს არ შეუშლის იმ მოხალისეებს, ვისაც უკრაინაში ბრძოლის სურვილი აქვს. თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ახალი მტავრობის დროს საქართველო იძულებული იქნება დასავლეთის მოთხოვნას დაეთანხმოს და ანტირუსულ სანქციებს მიუერთდეს, რაც, თავის მხრივ, სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს ქართულ ეკონომიკაზე – დარტყმა საკმაოდ მტკივნეული იქნება. [რით დაეხმარება უკრაინის ომის დროს  დასავლეთი საქართველოს?]

ამრიგად, საქართველოს რუსულ პოლიტიკაში უფრო მეტად პრაგმატიზმი სუფევს, ვიდრე სუბიექტივიზმი. თუმცა ისიც ცხადია, რომ წლების განმავლობაში დასავლეთის მიმართ გარკვეული უნდობლობაც გაჩნდა. მარტალია, ქართველ ხალხში ჯერ კიდევ ძლიერია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სწრაფვა, მაგრამ თბილისში ყოფნისას, ვისაც ვესაუბრე, არცერთი არ იყო დარწმუნებული, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში, ნატოს ჯარები საქართველოს დაეხმარებიან.

ასეთი სკეპტიკური განწყობის საფუძველი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში უნდა ვეძებოთ: ჯორჯ ბუშ-უმცროსი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაპირდა, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი არ გაუკეთებია საქართველოს დასახმარებლად 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის აგრესიის დროს.

ევროკავშირთან დამოკიდებულება უფრო უკეთესია – როგორც მიგრაციული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ქართულ კულტურაში „ევროპულობას“ ღრმა ფესვები აქვს გადგმული (გეოგრაფიული კლასიფიკაციით, საქართველო უფრო მეტად აზიას მიეკუთვნება, ვიდრე ევროპის კონტინენტს), თუმცა ქართულ ელიტაში ევროკავშირის მიმართაც გარკვეული ეჭვები არსებობს: მე თბილისში ხშირად მახსენებდნენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მეზობელი თურქეთი დიდი ხანია ევროკავშირსი გაწევრიანებას ესწრაფვის, მაგრამ უშედეგოდ. რასაკვირველია, თურქეთის მიმართ არსებობს ობიექტური მიზეზები, მაგრამ ბევრმა ქართველმა ნეგატიურად აღიქვა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს ევროსტრქუტურებმა საქართველო უკრაინაზე უკან დააყენეს. არსებობს ეჭვი, რომ  უკრაინაზე ადრე საქართველოს ევროკავშირში არ მიიღებენ, ხოლო უკრაინას როდის მიიღებენ, ამის გარკვევა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

დასავლეთის ვალდებულებებისა და დაპირებების მიმართ საქართველოში ეჭვი იმიტომ გაჩნდა, რომ თვით აშშ-ში და ევროკავშირის ქვეყნებში წინააღმდეგობრივი პროცესები მიმდინარეობს, იქაური საზოგადოება გაყოფილია და ერთმანეთს უპირისპირდებიან. ამას მოწმობს ბოლოდროინდელი მოვლენები – ის, რაც [მოხდა და] ხდება აშშ-ში და ევროკავშირში, საყოველთაოდ არის ცნობილი. რიგ შემთხვევებში ქართველები უკმაყოფილებას გამოხატავენ ბრიუსელის დიქტატის გამო, ვთქვათ, გენდერული პოლიტიკის გატარების სფეროში, რაც ქართულ ტრადიციებს უპირისპირდება.

სამთო კურორტ გუდაურში საგზაო მაჩვენებლი დგას, რომელზეც ასახულია დაშორება სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებთან: ანკარა – 1200 კილომეტრი, მოსკოვი – 1591 კმ, პეკინი – 5834 კმ, ვაშინგტონი – 9209 კმ. მას შემდეგ, რაც მე საქართველოში პირველად ვიყავი, 1990 წელს, ქართველებისგან ბევრჯერ გამიგონია სინანული – რატომ მდებარეობს საქართველო კავკასიაში და არა, ვთქვათ, სამხრეთ ევროპაშიო. შეიძლება ეს მაინცდამაინც სადარდებელი არ იყოს, მაგრამ ფაქტია.

წყარო