1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნუ ელოდებით, რომ პუტინი მოკვდება ან სანქციები რუსეთს ეკონომიკურად მოკლავს, ომი მალე არ დასრულდება” – ლეონიდ კუჩმა
“ნუ ელოდებით, რომ პუტინი მოკვდება ან სანქციები რუსეთს ეკონომიკურად მოკლავს, ომი მალე არ დასრულდება” – ლეონიდ კუჩმა

“ნუ ელოდებით, რომ პუტინი მოკვდება ან სანქციები რუსეთს ეკონომიკურად მოკლავს, ომი მალე არ დასრულდება” – ლეონიდ კუჩმა

1.35K
0

უკრაინის  ყოფილი  პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას განცხადებით, ომი უკრაინაში სწრაფად არ დასრულდება .

მისი თქმით, სისხლიანი კონფლიქტის მიმდინარეობასა და ხანგრძლივობაზე გავლენას მთელი რიგი ფაქტორები მოახდენს.

„უპირველეს ყოვლისა, არ უნდა გქონდეთ იმედი იმისა, რომ პუტინი მოკვდება ან სანქციები რუსეთს ეკონომიკურად მოკლავს. რომ რუსები უცებ ნათლად დაინახავენ ყველაფერს და ომის საწინააღმდეგო პროტესტზე გამოვლენ. მსგავსი არაფერი მოხდება. უკრაინამ უნდა იბრძოლოს და ყველაფერი ბრძოლის ველზე უნდა გადაწყვიტოს.

 

არა მგონია, ომი მალე დასრულდეს. ის, თუ როგორი ციებ-ცხელებით აგროვებს პუტინი ჯარს ციხეებიდან და იარაღს აღმოსავლური ავტოკრატიებიდან, ცხადყოფს, რომ მას მაინც სურს რაღაც „გამარჯვების“ მოპოვება“, – განაცხადა კუჩმამ.

 

ყოფილი პრეზიდენტი, აცხადებს, რომ   ცივილიზებულ სამყაროში, კონფლიქტების დროს, როგორც წესი, მხარეები ცდილობენ მონახონ მოგებიანი გამოსავალი – როდესაც ყველა იმარჯვებს ამა თუ იმ ხარისხით და არ არსებობს „პირდაპირი“ დამარცხებული, მაგრამ უკრაინისა და რუსეთის შემთხვევაში ეს ასე არ არის.

 

უკრაინის მეორე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმდენი მწუხარება, ნგრევა და საშინელება მოუტანა უკრაინას, რომ მასთან კომპრომისები შეუძლებელია. მისი თქმით, ამ ომში ერთი გამარჯვებული იქნება და ეს უკრაინაა.