1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ნიუ იორკ თაიმსი“ – რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ უკრაინაში ოფიციალური ენა რუსული გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად იფუნქციონირებს
„ნიუ იორკ თაიმსი“ – რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ უკრაინაში ოფიციალური ენა რუსული გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად იფუნქციონირებს

„ნიუ იორკ თაიმსი“ – რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ უკრაინაში ოფიციალური ენა რუსული გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად იფუნქციონირებს

72
0

რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური ენა გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად ფუნქციონირებას შეძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს ორ ევროპელ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.

გავრცელებული ცნობით, პუტინი ითხოვს, რომ მთელი დონბასი რუსეთს გადაეცეს. სანაცვლოდ, პუტინი დათანხმდება უკრაინის დარჩენილ ტერიტორიებზე საომარი მოქმედებების დასრულებას, რითიც გაყინავს ამჟამინდელ ფრონტის ხაზს.

გარდა ამისა, პუტინი ასევე წერილობით პირობას იძლევა, რომ აღარ დაესხმება თავს უკრაინას ან სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანას.

გამოცემის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ასევე, სავარაუდოდ, დაეთანხმა, რომ უკრაინამ ომის შემდეგ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უნდა მიიღოს, მაგრამ ეს ნატო-ს ჩარჩოებს გარეთ უნდა მოხდეს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიუხედავად ტრამპის იმედისა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრა ჩატარდება, პუტინი კვლავ უარს ამბობს ამაზე, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.