1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნიკოლოზ სამხარაძე – ერთადერთ რამეს ვითხოვთ, ევროკავშირმა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და ქვეყნისგან ისეთი რაღაც არ მოითხოვოს, რაც საფრთხის შემცველი იქნება
ნიკოლოზ სამხარაძე – ერთადერთ რამეს ვითხოვთ, ევროკავშირმა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და ქვეყნისგან ისეთი რაღაც არ მოითხოვოს, რაც საფრთხის შემცველი იქნება

ნიკოლოზ სამხარაძე – ერთადერთ რამეს ვითხოვთ, ევროკავშირმა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და ქვეყნისგან ისეთი რაღაც არ მოითხოვოს, რაც საფრთხის შემცველი იქნება

718
0

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ ბელგიის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველო ევროკავშირისგან ითხოვს ერთადერთ რამეს: ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაშია საქართველო და ისეთი რაღაც არ უნდა მოითხოვონ, რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

ჟურნალისტებთან საუბარში ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე არცერთი კრიტიკული განცხადება არ ყოფილა და შეხვედრა საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც მათ ჰქონდათ, პასუხები მიიღეს.

„მათ პასუხები მიიღეს, მათ შორის, არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენებზე. ეუთო/ოდირის დასკვნაზე ისინი კარგად ინფორმირებული იყვნენ, რადგან ხშირად ამ დელეგაციის ნაწილი ეუთო-ს საპარლამენტო მისიებში მონაწილეობს. დელეგაციის წევრები საქართველოშიც არიან ნამყოფი, სხვათა შორის, ჩემი მოწვევით. ისინი დაინტერესდნენ, ცხინვალსა და აფხაზეთში ახლა რა მდგომარეობაა. სამომავლო ნაბიჯებზეც ვისაუბრეთ, მათ შორის საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, და ევროკავშირმა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ვითარება გამოსწორდეს. ჩვენ ძალიან მარტივი რამ ვუთხარით: ერთადერთ რამეს ვითხოვთ, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით და ჩვენი ქვეყნისგან ისეთი რაღაც არ უნდა მოითხოვოს, რაც საქართველოსთვის საფრთხის შემცველი იქნება. პირველ რიგში, ეს მოთხოვნა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება. მათ მოვუყევით იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი წინასაარჩევნო კამპანიაში საკმაოდ უხეშად ერეოდა. იმის შესახებაც ვუთხარი, რომ ბალტიისპირელები მიტინგებშიც კი მონაწილეობდნენ, რაც მათთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა“, – განაცხადა სამხარაძემ.