Credit Suisse-ის დანაყოფს, სულ მცირე, 475 ოფშორულ ანგარიშზე 4 მილიარდ დოლარზე მეტის დამალვის მიზნით შეთქმულებაში ედება ბრალი -აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი

შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის დანაყოფმა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით მდიდარი ამერიკელების დახმარებაში ბრალი აღიარა და ჯარიმის სახით 510 მილიონ დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. თავად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით კი, Credit Suisse Services AG-ს აშშ-ის შემოსავლების სამსახურისგან, სულ მცირე, 475 ოფშორულ ანგარიშზე 4 მილიარდ დოლარზე მეტის დამალვის მიზნით შეთქმულებაში ედება ბრალი. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების […]

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის პროექტი მოამზადა – Reuters

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის პროექტი მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.   წყაროების ცნობით, ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტის პროექტი ორმაგი დანიშნულების საქონელსა და მოწინავე ტექნოლოგიებზე საექსპორტო კონტროლს აძლიერებს.   ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროკავშირი ასევე 50-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციების შემოღების წინადადებით გამოდის, რომელთა შორის 5 ჩინეთშია, […]

გერმანიის ბუნდესტაგმა კანცლერის თანამდებობაზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

Editor Dali
0
გერმანიის ბუნდესტაგმა მეორე მცდელობით კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას 325 ხმით, 289-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაზე ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა, სამი ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი. ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე ფრიდრიხ მერცმა კანცლერობისთვის საჭირო 316 ხმის მიღება ვერ შეძლო. მას ექვსი დეპუტატის მხარდაჭერა დააკლდა. ცნობისთვის, თებერვალში გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური […]

მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. რადიკალური ძალები ცდილობენ დღის წესრიგი შექმნან, თითქოს ციხეებში ადგილი აქვს ძალადობას. საზოგადოება ხედავს, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს – პაატა სალია

მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გარდაცვლილი პატიმრის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, იგი გამორიცხავს, რომ პატიმრის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ძალადობას. „მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, თუმცა მინდა აქვე ცალსახად გამოვიცხო ის სპეკულაციები, რაც გვესმის უკვე ორი დღის განმავლობაში, რომ […]

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

Editor Dali
0
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან 205 სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა, მათ შორის მარიუპოლის დამცველები. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები რუსეთის მრავალ რეგიონში იყვნენ მიმოფანტულნი. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შუამავლებს ტყვეების გათავისუფლებაში დახმარებისთვის, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, საზღვაო ძალების, სადესანტო-მოიერიშე ჯარების, […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 მაისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7473 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7473 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7477 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1105 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1167 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს -სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი, ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. „ჩვენი წინააღმდეგობის პლატფორმის დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც არის ქვეყანაში – თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი […]

ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობა საქართველოში მაღალი სტანდარტით კონტროლდება – სურსათის ეროვნულ სააგენტო

Editor Dali
0
ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის ნიმუშების სათანადო წესით აღებას და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევას სურსათის ეროვნულ სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2025 წელს, სალმონელასა და ლისტერიაზე გამოკვლეულია 20 ნიმუში, შეუსაბამობა არც ერთ ნიმუშში […]

თიბისი კონცეპტის მაისის თვის შეთავაზებები დასვენების კატეგორიაში

Editor Dali
0
მაისის თვეში თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს დასვენების კატეგორიაში მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მთელი თვის განმავლობაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ შერჩეულ სასტუმროებში განსაკუთრებული პირობებით დაისვენონ. სასტუმროების სელექცია: სასტუმრო ბოდბე – სიღნაღში, სასტუმრო ბოდბეში, კონცეპტ მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ; ბუტიკ სასტუმრო კვირია– კვირიაში სტუმრობისას კი, 20%-იანი ფასდაკლება ექნებათ; Holiday In Telavi – თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს. სასტუმრო ყვარლის […]

თიბისი აგრობიზნესისთვის – ჯუნო ჩიბურდანიძის ცხვრის ფარა- როგორ იქცა ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ფერმად

Editor Dali
0
40 წელია ჯუნო ჩიბურდანიძის ყველა დილა ერთმანეთს  ჰგავს, თუმცა „დილის რუტინას“ მას მაინც ვერ დაარქმევ. გარიჟრაჟზე დგება- ზაფხულში 05:00 საათზეც კი. პირველ რიგში ბატკნების კვებაზე ზრუნავს, რომლებიც ცალკე სადგომში არიან დაბინავებულები და მეტ ყურადღებას საჭიროებენ. შემდეგ კი მოზრდილი ცხვრები გაჰყავს საძოვარზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მანამდე მოესწროს, სანამ დაცხება. შუადღის მზეში, ცხვრები „სიესტას“ იწყობენ და […]

ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის -ირაკლი ზარქუა

Editor Dali
0
ვისაც ჯერ კიდევ ამ გაფრენილი ქალის სჯერა – ჯერ ქარტია შექმნა და იქ ვიღაცები შევიდნენ, ვიღაცები – არა. შემდეგ თქვა, ქარტიამ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო. ამას ვიღაცები სკეპტიკურად შეხვდნენ. ახლა თურმე 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილის საქმე არ […]

კანონპროექტის სათაური „მეგობარი აქტი“ საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია, დაველოდოთ, რა განვითარება ექნება-ირაკლი კირცხალია

Editor Dali
0
კანონპროექტის სათაური „მეგობარი აქტი“ შეურაცხმყოფელია. დაველოდოთ, რა განვითარება ექნება კანონპროექტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მისივე თქმით, მალე გამოჩნდება, როგორ მიჰყვება ამერიკის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას. „არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის კოშმარია ის ძალა, საიდანაც ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები იმართებიან. კოშმარზე როცა საუბრობენ, ამის მორალური უფლება […]