წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

Editor Dali
0
ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება. პროექტი უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში,  ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.  წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით ბრუნდება, მათ შორის ახალი ნომინაციებით. ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ბიზნესებს 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება:  საუკეთესო პროდუქტი  2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი  3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა  4. გამორჩეული როლი რეგიონში  […]

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი დროა, როგორც სამსახურში, ისე ოჯახში დაგროვილი საკითხები საბოლოოდ გადაჭრათ. ნათესავების სიტყვებსა და საქციელში ბევრი რამ არ მოგწონთ, მაგრამ ეცადეთ, ამაში რაციონალური მარცვალი დაინახოთ. გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ და ემოციებით ნუ იმოქმედებთ. ამ დღეს შესაძლოა სამართლებრივ ნორმებთან შეხება მოგიწიოთ. მთავარია, შეცდომები არ დაუშვათ – ფრთხილად იმოქმედეთ და საკუთარ შესაძლებლობებს არ გადააჭარბოთ. კურო ამ დღეს იღბალი […]

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში

Editor Dali
0
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eTN. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2020 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ ნინუა გადადგა, რათა მის თანამემამულეს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს აეყვანა ის სამსახურში. ის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ნინუა პოლოლიკაშვილის […]

ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი იშლება, ჩვენს გეოგრაფიაში ყალიბდება სრულიად ახალი განტოლება, რომლის ცენტრში არის თურქეთი-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

Editor Dali
0
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სწრაფად აღწევს იმ პოზიციას, რასაც იმსახურებს ახალ ეპოქაში. „დიახ, თურქეთის ჰორიზონტი ფართოვდება. თურქეთის ვარსკვლავი სულ უფრო კაშკაშებს. თურქეთი დიპლომატიის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა სფეროების ახალ ლიგაში ასპარეზობს“, – განაცხადა ერდოღანმა. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, იბადება ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომლის ცენტრალურ ადგილს თურქეთი იკავებს. „ჩვენი მსოფლიო იცვლება, ძველი წესრიგი […]

“მეგობარი აქტი” აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება -გია ვოლსკი

Editor Dali
0
„მეგობარი აქტი“ აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც საყურადღებო იქნება, – ამის შესახცებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, „მეგობარი აქტი“ სიცრუეს შეიცავს, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. „„მეგობარი აქტი“ არათუ უსამართლოა, არამედ გეგმაზომიერი სიცრუეა, რათა საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. აბსოლუტური აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება, რომ საქართველომ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 მაისს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7425 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7425 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7436 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0732 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0822 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

დონალდ ტრამპმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 15 მაისის ნომერში რუბრიკით „რედაქციის ხედვა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ახალ ანტირუსულ სანქციებს“. პუბლიკაციაში ნათქვამია: მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ბოლო დროს შეთანხმებები გააფორმა დიდ ბრიტანეთთან, ჩინეთთან და ახლა საუდის არაბეთთან და ყატართან, იგი საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რომელიც ეჭვებს აჩენს მისი […]

უკრაინასთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უხმაუროდ იცვლება – Financial Times

Admin Tamuna
0
„უკრაინასთან მიმართებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უხმაუროდ იცვლება“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – გაი ჩაზანი), რომელშიც განხილულია აშშ-ის ლიდერთა დამოკიდებულების ტრანსფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით: თეთრი სახლი სულ უფრო იხრება უკრაინის მხარდაჭერისაკენ და მიიჩნევს, რომ რუსეთს გადაჭარბებული ამბიციები აქვს. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: საგარეოპოლიტიკურ ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში შვიდ […]

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

Admin Tamuna
0
13 მაისს, ლონდონში, თიბისი ლიზინგს და EBRD-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმსხვილესმა სალიზინგო კომპანიამ 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ნაწილია და ასახავს ორგანიზაციების მზაობას, ხელი შეუწყონ ქართული ბიზნესების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას. დაფინანსების 50% მიმართული იქნება მწვანე ინვესტიციებზე, რაც […]

გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“ – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ჩვენ ვიქნებით ამისთვის მზად, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკული მხარის მიმართ გაკეთებულია ძალიან კონკრეტული შეთავაზებები და არის სრული მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. „ჩვენ […]

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

Admin Tamuna
0
გორის რაიონში, 12 ჰექტარზე  25 000 ძირი ვაშლის ინტენსიური ბაღია გაშენებული.   ბაღს ორივე მხრიდან მდინარე ჭარებულა ჩამოუდის და ნაკვეთსაც ამავე  წყლით რწყავენ.  გიორგი აბესაძემ და თენგიზ  ხაბაზიშვილმა მეურნეობას  ამ  მდინარის სახელი დაარქვეს და წლები, ცოდნა და შრომა ჩადეს ინტენსიური ბაღის გაშენებაში.   პირველი  8000 ნერგი 2020 წელს 4 ჰექტარზე ჩაყარეს, შემდეგ წლებშიც 4-4 ჰექტარი […]

თიბისიმ EBRD-სგან ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორი ჯილდო მიიღო

Admin Tamuna
0
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ლონდონში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე თიბისის ორი ჯილდო გადასცა. EBRD-მ თიბისი ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. ფინანსურმა ინსტიტუტმა აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის – TFP-ის – ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა.  აღნიშნული ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც […]