,,გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის”- პრემიერი

4 წელი გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ასეთ დროს, ქართველი ხალხის, ისევე როგორც ხელისუფლების მოლოდინი იყო ის, რომ მეტ ყურადღებას გამოავლენდნენ ჩვენს მიმართ, თუმცა არის დუმილი და გადავწყვიტეთ, ღია წერილით გვეცადა გარკვეული ძვრების შეტანა ამ მოცემულობაში, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.   როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წერილის მთავარი გზავნილია, გადაიტვირთოს […]

მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.   „კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას;   დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას.   საქართველო ნამდვილად ამაყობს და […]

მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი ბრუკლინის ხიდს შეეჯახა, დაიღუპა 2 ადამიანი და 19 დაშავდა

ნიუ-იორკის ბრუკლინის ხიდს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების იალქნიანი სასწავლო გემი შეეჯახა, რის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 19 დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.   ქალაქის მერის, ერიკ ადამსის თქმით, შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე Cuauhtémoc-ზე ელექტროენერგია გაითიშა. ოფიციალური პირების თქმით, გემზე, რომელიც ქალაქს კეთილი ნების ვიზიტით სტუმრობდა, 277 ადამიანი იმყოფებოდა.   ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოპერაციების უფროსმა […]

რომის პაპი ლეო XIV: ოჯახი კაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული

რომის პაპმა ლეო XIV წმინდა საყდარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებისადმი მიმართვისას თქვა, რომ ოჯახი კაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული.  რომის პაპის თქმით, მმართველი ელიტის ამოცანა ჰარმონიული და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოებების მშენებლობის ხელშეწყობა უნდა იყოს, ეს კი ოჯახში ინვესტიციების ჩადებით შეიძლება შესაძლებელი გახდეს.  „მმართველი ელიტის ამოცანაა ჰარმონიული და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოებების მშენებლობის ხელშეწყობაა. ეს, პირველ […]

კრემლში ადასტურებენ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გასამართად მზადება მიმდინარეობს

კრემლში ადასტურებენ, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის გასამართად მზადება მიმდინარეობს.  „მზადება მიმდინარეობს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მანამდე კი, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 19 მაისს რუსეთის პრეზიდენტს დაურეკავს, ხოლო შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს.  ტრამპმა განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა უკრაინაში სისხლის ღვრის შეჩერება იქნება.

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღის მთავარი ამოცანა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაა. საოჯახო საქმეები დაგიგროვდათ, ამიტომ მათთან გამკლავებისთვის დრო უნდა გამონახოთ. ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. სასურველია, რომ ჯანსაღ კვებაზე გადახვიდეთ და მასაჟების კურსი ჩაიტაროთ. კურო ამ დღეს ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ნებისმიერ საქმიანობაში მხარს დაგიჭერენ და დახმარებას გაგიწევენ. ერთობლივი საქმიანობა თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს. ამ დღეს მუშაობა იმედებს […]

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. „მოსალოდნელმა წვიმამ, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – […]

ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას ტრადიციული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, […]

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

Editor Dali
-1
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სამართლებრივი აქტების ვებგვერდზეგამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება. „მთავრობამ […]

 დღევანდელი დღე არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი ძლიერად და მტკიცედ დგას ფასეულობების სადარაჯოზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ქართული საზოგადოებისთვისაც მოეხვიათ თავს ხელოვნური და მანკიერი იდეოლოგი-პრემიერი

Editor Dali
0
მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ხედავთ, როგორი ერთიანობაა და რაც მთავარია, ადამიანები გაერთიანებულები არიან სიყვარულის იდეის, ტრადიციული ფასეულობებისადმი ერთგულების იდეის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.    მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რომ კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ქართული საზოგადოებისთვისაც მოეხვიათ თავს ხელოვნური და მანკიერი იდეოლოგია, ამ […]

თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მოვუფრთხილდეთ ოჯახს, რათა გადარჩეს და გაძლიერდეს -მეუფე შიო

Editor Dali
0
ოჯახის სიწმინდის დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე, რომ ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძართან განაცხადა. „გილოცავთ, ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა – […]

ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი იდენტობა შეგვენარჩუნებინა. დღეს ეს დღე არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ოჯახებს -ცოტნე ივანიშვილი

Editor Dali
0
ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „გილოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ, უძველესი ისტორია აქვს ჩვენს საყვარელ საქართველოს […]