პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება, აშშ ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს, საჭიროა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება -მარკო რუბიო

Editor Dali
0
პლანეტაზე საშინელი ამბები ხდება, აშშ ვერ გადაჭრის თითოეულ მათგანს, საჭიროა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიენიჭოს იმ სფეროებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჯერ ცივი ომის შემდეგომ პერიოდში შევედით, მსოფლიო წესრიგი სწრაფად შეიცვალა, შემდეგ ახალი ეპოქა დაიწყო 12 თუ 14 წლის […]

გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ გირაოს გადაიხდის

Editor Dali
0
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე 50 000-ლარიან გირაოს გადაიხდის. ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს. გიორგი ვაშაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეეფარდა. სასამართლომ ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა. ინფორმაციისთვის, გიორგი […]

საქართველოს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს-გია ვოლსკი

Editor Dali
0
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, საქართველოსთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ვოლსკის განმარტებით, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის ინტერესების მოკავშირე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიაშიც. “2012 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ნაბიჯი საქართველოს არ გადაუდგამს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით […]

ერევანი-ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებლის მიმოსვლა 14 ივნისიდან განახლდება

Editor Dali
0
ერევანი-ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებლის მიმოსვლა 14 ივნისიდან განახლდება. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, შესაბამისი შეთანხმება „საქართველოს რკინიგზასა“ და „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ შორის გაფორმდა. შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა, რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად, 1-ელ ოქტომბრამდე შესრულდება. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

Editor Dali
-1
დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს, კონკრეტულად რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ საკითხი განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჯო უილსონი დაინტერესდა, რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. „მადლიერი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცე პოზიციისთვის საქართველოში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ […]

ინტერნეტ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადების შემდეგ, უკვე გვაქვს სამი შემოთავაზება, ევროპიდან, ამერიკიდან მოვიყვანთ სპეციალისტებს და ვეტყვით, რომელია ყველაზე სანდო-პაატა ბურჭულაძე

Editor Dali
0
მას შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ არ შეიძლება, ენდო ივანიშვილის არჩევნებს და საქართველოში უნდა ჩავატაროთ რამე ალტერნატიული და ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ინტერნეტ არჩევნები, უკვე გვაქვს სამი შემოთავაზება, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, სპეციალისტები ევროპიდან და ამერიკიდან განიხილავენ, რომელია ყველაზე სანდო. „ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სატელეფონო არჩევნებმა. უნდა გითხრათ, რომ ასეთი არჩევნები […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 22 მაისს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7397 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7401 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1090 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0815 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

Admin Tamuna
0
  თიბისი კონცეპტი, Oktopus-თან პარტნიორობის ფარგლებში, გაძლევთ შესაძლებლობას გაწევრიანდეთ Runners Club-ში. Runners Club-ი თიბისი კონცეპტის და Oktopus-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც ყოველ კვირა დღეს, სირბილის მოყვარულებს, ლისის ტბაზე, Oktopus-ის ინსტრუქტორებთან ერთად უმასპინძლებს.   Runners Club-ში გაწევრიანებას თიბისი კონცეპტის 100 უნიკალური მომხმარებელი შეძლებს. კლუბის წევრობა უსასყიდლოა. კლუბის წევრობისთვის აუცილებელია იყოთ კონცეპტ მომხმარებელი. Runners Club-ს გაუძღვებიან Oktopus-ის პროფესიონალი […]

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება

Admin Tamuna
0
თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მან გიორგი ტყემალაძეს წარმატება უსურვა. „ვიცე-მერის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. ის წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის […]

ცესკოს პოზიცია საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციაზე

Admin Tamuna
0
საარჩევნო ადმინისტრაცია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავრცელებულ მორიგ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით, უკვე  ტრადიციული და კარგად ნაცნობი სქემით გრძელდება და რომლის კამპანიურობის ხელშეწყობა ზოგიერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა, რითაც დაინტერესებული მხარეები კვლავ ცდილობენ მანიპულაციურად იმოქმედონ როგორც ამომრჩევლებზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებზე. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ხსენებული […]

 სააკაშვილის დროს მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი, რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი, უბრალოდ წაგართმევდნენ – ირაკლი რუხაძე

Admin Tamuna
0
რაღაც მომენტში ისე შეეშინდათ, რომ დათვალეს ბადრის 2 მილიონი თუ რაღაც ჰქონდა დახარჯული 7 ნოემბერზე და ამ სიგიჟეებზე და შემოიღეს – მილიონზე მეტი თუ გქონდა, თუ მეგობარი იყავი რაღაცაში დაგაბანდებინებდნენ მაშინვე, თუ არ იყავი მეგობარი უბრალოდ წაგართმევდნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ. ამიტომ, მოვხვდით ისეთი სიტუაციაში, როცა არავის არ უნდოდა საქართველოში დაბანდება, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი […]

ჩვენ ევროკავშირს დავნებდით: პრემიერ-მინისტრმა არჩევნების დროს დადებული პირობა ბრექსიტის თაობაზე უსირცხვილოდ დაარღვია – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანულ პრესაში ფართოდ განიხილება ლეიბორისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერსა და ევროკომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის 19 მაისს ხელმოწერილი (პირველად „ბრექსიტის“ შემდეგ) ორმხრივი შეთანხმება, რომელიც თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართლის სფეროებში თანამშრომლობას, მიწოდებული პროდუქციის კონტროლის ორმხრივ გაუქმებასა და ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში თავისუფალი თევზჭერის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს. ლეიბორისტული მთავრობის ასეთმა ნაბიჯმა ანტიევროპულად განწყობილ საზოგადოებაში და პოლიტიკურ […]