რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს “ლელოზე” მუშაობენ და ასე გადაწყდა ზემოთ, ანუ წელს “ნაცებს” და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად -იაგო ხვიჩია

Editor Dali
0
რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს „ლელოზე“ მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ, ანუ წელს „ნაცებს“ და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხვიჩია წერს, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. „იმ დროს, როცა ხაბე მამუკას და გიორგის ე.წ. პროსტიტუტებს ეძახის, რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს […]

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განვითარების შემთხვევაში, ინვესტორს მიწის ნაკვეთებს 20 წლის ვადით, იჯარით, აღნაგობის უფლებით გადავცემთ – პრემიერი

Admin Tamuna
0
ჩვენ ვაინიცირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალურ პროგრამას, რომლის მიზანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეეხება, როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს. „არაერთი ობიექტია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლებს აქვთ, მაგალითად სპორტული […]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი

Editor Dali
0
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მინდა, მივულოცო ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ეს გამარჯვება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა […]

“შეურაცხყოფილი ელენა ზელენსკაია”-Junge Welt

Editor Dali
0
„ამ დღეებში უკრაინაში ამერიკელი მწერალი ქალის სოფი კლარკის ნაწარმოებების ექვსტომეულის პირველი ტომი გამოიცა, მაგრამ როგორც კი სტამბიდან მაღაზიებში გასაყიდად შეიტანეს, მთელი ტირაჟი გაყიდვიდან ამოიღეს, დანარჩენი ტომების დაბეჭდვის კონტრაქტი კი გააუქმეს“, – ნათქვამია გერმანული გაზეთის „იუნგე ველტის“ (Junge Welt) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „შეურაცხყოფილი ელენა ზელენსკაია“ (ავტორი – მანფრედ მარუდა).  „ალბათ, იკითხავთ – რატომ? მიზეზი ძალიან მარტივია: სოფი კლარკის ერთ-ერთ თხზულებაში მოხსენიებულია ლიტერატურული გმირი ელენა ზელენსკაია, […]

2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4-პროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7,5 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. ოთხი თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 8,8 პროცენტი და ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარება გაგრძელდება.   „2022-2024 […]

იტალიისა და საქართველოს მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე შეთანხმება შედგა

Admin Tamuna
0
რომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში – მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ქართული მართვის მოწმობები გამოცდის […]

“რუსეთმა და უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს, მაგრამ ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ” -BBC

Editor Dali
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთმა და უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს, მაგრამ ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ“ (ავტორები – იაროსლავ ლუკივი და ვიტალი შევჩენკო – კორესპონდენტები). პუბლიკაციაში გადმოცემულია სტამბოლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების მეორე რაუნდის შედეგები, რომლებიც გარღვევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მთლად ნეგატიურადაც ვერ შეფასდება. გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეორე რაუნდი სტამბოლის ჩირაგანის სასახლეში ჩატარდა, რომელიც მე-19 საუკუნეშია აშენებული. […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Admin Tamuna
0
3 ივნისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში იწვიმებს. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი […]

,,ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. ,,ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ […]

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?   ვერძი მეგობრების ან ნათესავების სტუმრობა საშუალებას მოგცემთ, კარგად გაერთოთ. დღის მეორე ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი. გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და შვილებს დაუთმოთ. ინტიმური ურთიერთობების სფეროში წარმატება გელით. კურო წონასწორობის, კოსმოსური ენერგიის მიღებისა და წარსულის შეფასების დღეა. სამსახურსა და სახლში […]

,,დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის”- კეროლაინ ლევიტი

დონალდ ტრამპი თურქეთში ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის , – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზების შესახებ. „პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა, მაგრამ მას სურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე და ორივე ლიდერი მივიდეს“, – […]

უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის მემორანდუმის სრული ტექსტი გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის მემორანდუმის სრული ტექსტი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ძირითადი დებულებები: ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარება; უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, მისი უარი სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე; უკრაინაში სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობის აკრძალვა; უკრაინის უბირთვო სტატუსი; უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობის დადგენა; რუსეთის წინააღმდეგ […]